გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატში გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ირანის ჩემპიონატის მე-8 ტურში სახლში "საიპასთან" მატჩში (1:1) გოლი მაზანდარანის "ნასაჯის" 27 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა გაიტანა.

"ნასაჯი" 0:1-ს აგებდა, გიორგიმ 75-ე წუთზე გაიტანა გოლი და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

"ნასაჯი" 7 ქულით მე-13 ადგილზეა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ამ სეზონში თავის ახალ გუნდში მე-2 გოლი გაიტანა.

ის "ნასაჯში" ზაფხულში "ზობ აჰანიდან" გადავიდა.

altგიორგი გველესიანმა "ზობ აჰანს" აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი მოაგებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული