საბა კვირკველია: ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს და ერთა ლიგა ჩვენი საუკეთესო შანსია

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" საიტმა ქართველ მცველთან საბა კვირკველიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის  ამონარიდსაც გთავაზობთ.

- კრიტიკაზე როგორი რეაქცია გაქვს?
- ნორმალური. ხანდახან სასარგებლოცაა. არ მინდა, სულ ის მითხრან, რომ კარგად ვთამაშობ. როდესაც მაკრიტიკებენ, უფრო ბევრს ვმუშაობ. ეს მარტო ფეხბურთში კი არა, არამედ ცხოვრებაშიც.

- ჩემპიონთა ლიგა "რუბინთან" და "ლოკომოტივთან" ერთად სხვადასხვა რამაა?

- რა თქმ უნდა. "რუბინთან" ერთად მხოლოდ საკვალიფიკაციო ტურნირზე ვითამაშე. კიევის "დინამო" დავამარცხეთ, რომელსაც მაშინ სიომინი წვრთნიდა. გასვლაზე 2:0 ვძლიეთ, სახლში 2:1. შემდეგი რაუნდი კი "ლიონთან" წავაგეთ.

ჩემპიონთა ლიგა
საკლუბო ფეხბურთის მთავარი მწვერვალია. ამაზე მაგარი არაფერი არაა. თუ ამ ტურნირზე მოხვდი, ე.ი. კარგ გუნდში თამაშობ.

- როგორი ემოციები დაგეუფლა, როდესაც სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აჟღერდა?
- კინაღამ ვიტირე. ეს უბრალოდ კაიფია, ოცნება! ახდენილი ოცნება. ახლა კი სხვა ოცნება მაქვს - ჯგუფიდან გასვლა.

- საქმეები კარგად ვერ მიგდით.
- ჯერ არაფერი არ დასრულებულა. ჩვენს გუნდზე ბევრ ცუდს ლაპარაკობენ. თუმცა, შარშანაც ასე იყო. მაშინ სეზონის სტარტისას ვთქვი:"მინდა, "ლოკომოტივთან" ერთად გავხდე ჩემპიონი". არავის არ სჯეროდა. მოვიგეთ ოქროს მედლები და დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, გვიჭირს. ყველა განიცდის, ფიქრობენ როგორ გამოასწორონ სიტუაცია. სწორედ ახლა უნდა იყვნენ გუნდი და გულშემატკივრები ერთიანნი. ერთად ჩვენ აუცილებლად  გავართმევთ თავს სირთულეებს.

- რომელმა თავდამსხმელმა შეგიქმნა ყველაზე მეტი პრობლემა?

- დიეგო კოშტამ. ძალიან ძლიერია. მაგარია.

- ბეილი ისე საშიში არაა?
- მე საერთოდ, არავისი არ მეშინია. ვთამაშობ, რათა შევეჯიბრო ასეთ ფორვარდებს. თუ ფეხბურთელს რამის შიში აქვს, სჯობს მოედანზე არ გავიდეს. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მომავალში უფრო თვითდაჯერებელი გახდები. ამიტომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ოცნებობს ბეილთან, რონალდოსთან და სხვებთან თამაშს.

- უკანასკნელ ხანს ორჯერ დაგასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. ახლა საქართველოში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ხარ?
- ჩემზე უფრო პოპულარულებიც არიან. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხალხი მცნობს. საქართველოში უყვართ ფეხბურთი. ჩვენმა ნაკრებმა ორი მატჩი მოიგო და ხალხი ბედნიერია. ლატვიასთან მატჩზე 50 ათასი ადამიანი მოვიდა! ჩემი კიდევ ერთი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპირველობაზე გასვლაა. ჩვენ გვესმის, ერთა ლიგა ჩვენი საუკეთესო შანსია და ახლა ძალიან ძლიერი გუნდი გყავს.

- საქართველოში ფეხბურთი უფრო პოპულარულია თუ რაგბი?

- ამაზე ჯერ კიდევ კამათობენ. ძლიერი კალათბურთის ნაკრებიც გვყავს. რაგბი სპორტის ძალიან პოპულარული სახეობაა. ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია. მე კი მხოლოდ ფეხბურთი მხიბლავს, ექვსი წლიდან.

- ყველამ იცის, რომ ანეკდოტების მეფე ხარ. მოგვიყევი ბოლო ანეკდოტი.

- ბავშვი ოთხი წლის გახდა და ვერ ლაპარაკობს. წაიყვანეს ჯადოქართან და ის ეუბნება:"საშიში არაფერია, მალე დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ პირველ სამ სახელს ვისასაც დაასახელებს, გარდაიცვლებიან". დაბრუნდნენ სახლში. ელოდებიან. ბავშვმა ლაპარაკი დაიწყო. პირველი სიტყვა: ბებია. სამი საათის შემდეგ ბებია მოკვდა. რამდენიმე დღის შემდეგ თქვა: ბაბუა და სამი საათის მერე ბაბუა მოკვდა. და ბოლოს, ამბობს: მამა. მამა მაშინვე სავარძელზე დაჯდა და ელოდება, როდის გარდაიცვლება. ამ დროს მეუღლე შერბის ოთახში და ეუბნება:"ადექი, რას ზიხარ? მეზობელი მოკვდა". და მამამ შვებით ამოისუნთქა...

- ზაფხულში მედიასაშუალებები "ლესტერში" გაგზავნიდნენ. იყო ასეთი საუბარი?
- ხმები იყო, მაგრამ კონკრეტული არაფერი. თუ "ლოკოს" დავტოვებ, მხოლოდ ღირსეულ გუნდში გადავალ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგალითად, "ლევანტეში" გადასვლას აზრი არა აქვს.

"ლოკომოტივი" ყოველთვის თამაშობს ევროტუნირებზე, ახლა რუსეთის ჩემპიონატი ძალიან კარგია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სტადიონები სავსეა, სხვა ატმოსფეროა. კლუბთან კონტრაქტი 3 წლის მერე მიმთავრდება, მე კი 26 წლის ვარ. სიომინი ამბობს, რომ ცენტრალური მცველი 28 წლის ასაკში იწყებს თამაშს. მე კი 26 წლის ვარ. სანამ აქ ვარ, "ლოკოსთვის" ყველაფერს გავაკეთებ.

altსაბა კვირკველიას აკრიტიკებენ - ძიუბას წინააღმდეგ საზიზღრად ითამაშა, მოზარდივით

altsports.ru: საბა კვირკველია დაცვის მეფეა - ჰაერსა და მიწაზე არავის არ ახარებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომ იტყვის, ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავსო, იქ ფეხბურთი დამთავრებულია.
გიორგი.
12:20 30-09-2018
2
გამაგიჟებ საბა რა, პრიმერას უკანასკნელ გუნდში ყოფნა თუ არ ჯობდეს რუსეთის საუკეთესო გუნდს, ჭანტურიას შეცდომას ნუ გაიმეორებ სევილია-ვალენსიები ეპატიჟებოდნენ ეხლაც ესპანეთში აგორებდა ბურთს თან ბარსას სამიზნეში იქნებოდა სულ, არაო ჩელსი სულ სხვა დონეაო და აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურის საცეცებში - ვითომ ჩელსიში მიყავდათ და ვიტესში გამოუშვეს, ვიტესიდან კი ნელ-ნელა მაინც ჩაათრიეს რუსეთში ეხლა ღმერთმა გაუმარჯოს მარა წესით ესპანეთში უნდა იყოს!!!
Zviad
04:25 30-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული