უჭირს გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგს", ძალიან უჭირს და ის უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს

AutoSharing Option
შვედეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" სტუმრად მესამე ადგილზე მყოფ "ჰამარბიუსთან" განადგურდა - 0:3.

"გეტებორგი" 24 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს.

ამ მატჩს სტოკჰოლმის 33-ათასიან "ტელე 2 არენაზე" 18 973 მაყურებელი დაესწრო და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, რომლებიც დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.

რაც შეეხება 22 წლის ქართველ ნახევარმცველს, ხარაიშვილს, შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.

"გეტებორგმა" ქვეყნის პირველობაზე ზედიზედ სამი თამაში წააგო და თუ ასე გააგრძელა ასპარეზობა, ქვედა ლიგაში მოუწევს
დაქვეითება.

შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის ნათქვამს, რომელიც ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ეს სიმართლესთან ძალიან ახლოსაა - ნახეთ, ჩვენი ლეგიონერები როგორ გუნდებში თამაშობენო.

ხარაიშვილმა "გეტეორგში" გადასვლისთანავე დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, პირველივე სეზონში წამყვანი ფეხბურთელი გახდა და მისი სამსახურით ამსტერდამის "აიაქსი" დაინტერესდა.

ეს ნიჭიერი ფეხბურთელი უდავოდ უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს და ეს მისი კარიერისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

altგიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

altგიორგი ხარაიშვილმა 87-ე წუთზე გატანილი პენალტით "გეტებორგს" ქულა გადაურჩინა

altaftonbladet.se: გიორგი ხარაიშვილით "აიაქსი" დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვფიქრობ, რომ ვაიას ამ ეტაპზე არ აქვს საწუწუნო ჩვენს ლეგიონერებთან დაკავშირებით, ვინაიდან გაცილებით ცუდი მდგონარეობა იყო ქეცბაიას დროს და ცხადაძის დროსაც ესეთ გუნდებში არ გვყოლია ლეგიონერები როგორც ეხლა გვყავს.
tbiliski
10:26 02-10-2018
3
აიაქსიო? ვითომ დაინტერესდაო? მერე თუა სეა რატომ არ მიჰყავს?
kote
09:52 02-10-2018
1

სიახლეები პოპულარული