სანდრო კობახიძემ, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
ქართველი ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის დაზიანება მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, მას უქმობა 2 კვირა მოუწევდა, თუმცა ტრავმის სირთულის გამო ექიმები ოპერაციის გაკეთებას ურჩევენ.

"ექიმთან წინა კვირაში ვიყავი. სურათები გერმანიაშია გაგზავნილი. ყველა მეუბნება, რომ ოპერაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარი შეიძლება ისევ ამოვარდეს. ასე დამემართა "დნიპროშიც". ამის გამო ნორმალურად ვერ ვთამაშობდი", - განაცხადა კობახიძემ.

სანდრო კობახიძემ ტრავმა "ზორიასთან" მატჩში მიიღო. ამ დროისთვის ის საქართველოში იმყოფება და ოპერაციის შესახებ საბოლოო პასუხს ელოდება.


altსანდრო კობახიძემ "ზორიასთან" მატჩში მხარი ამოიგდო

altსანდრო კობახიძე: "არსენალთან" თამაშზე

შვილიშვილებს მოვუყვებით

მომზადებულია Footboom.com-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული