თავდაპირველი ინფორმაციით, მას უქმობა 2 კვირა მოუწევდა, თუმცა ტრავმის სირთულის გამო ექიმები ოპერაციის გაკეთებას ურჩევენ.
"ექიმთან წინა კვირაში ვიყავი. სურათები გერმანიაშია გაგზავნილი. ყველა მეუბნება, რომ ოპერაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარი შეიძლება ისევ ამოვარდეს. ასე დამემართა "დნიპროშიც". ამის გამო ნორმალურად ვერ ვთამაშობდი", - განაცხადა კობახიძემ.
სანდრო კობახიძემ ტრავმა "ზორიასთან" მატჩში მიიღო. ამ დროისთვის ის საქართველოში იმყოფება და ოპერაციის შესახებ საბოლოო პასუხს ელოდება.
სანდრო კობახიძემ "ზორიასთან" მატჩში მხარი ამოიგდო
სანდრო კობახიძე: "არსენალთან" თამაშზე შვილიშვილებს მოვუყვებით
მომზადებულია Footboom.com-ის მიხედვით.