ევროპა ლიგის ლეგიონი: 7 ქართველიდან ძირითადში მხოლოდ ჭანტურიშვილი იქნება?

AutoSharing Option
4 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება.

დღეს ქართველი ლეგიონერების 5 გუნდი ითამაშებს. ამ 5 კლუბში 7 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. რამდენი ითამაშებს დღეს სასტარტოში? სავარაუდოდ, ერთი. სამწუხაროდ, სხვებს ან ტრავმა აქვთ, ან სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივიან.

D ჯგუფი - "ფენერბახჩე" - ტრნავის "სპარტაკი" - 20:55
დღეს თურქეთში შეიძლება ორმა ქართველმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა და დავით სხირტლაძემ ითამაშოს. ჭანტურიშვილმა, წესით, შეხვედრა პირველივე წუთიდან უნდა დაიწყოს, ხოლო სხირტლაძეს საჭიროების შემთხვევაში მეორე ტაიმში უხმობენ.

ქართველების გუნდმა ევროპა ლიგა კარგად დაიწყო. მათ შინ "ანდერლეხტი"
1:0 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში სრულად ითამაშა ჭანტურიშვილმა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენებურს დღეს სიფრთხილე მართებს. თურქული კლუბი კი პირველ მატჩში სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" 1:4 განადგურდა.

E ჯგუფი - "ვორსკლა" - "სპორტინგი" - 20:55
სამწუხარო ფაქტია, რომ კარგ ფორმაში მყოფი სანდრო კობახიძე მომავალ წლამდე ვეღარ ითამაშებს. თუ "ვორსკლა" ჯგუფიდან გავიდა, კობახიძე გუნდის დახმარებას შეძლებს. ბოლო დროს პოლტაველთა განაცხადში ანდრო გიორგაძეც ვერ ხვდება.

პირველ შეხვედრაში უკრაინელები ლონდონის "არსენალთან" სტუმრად 2:4 დამარცხდნენ. "სპორტინგმა" კი "ყარაბაღს" სძლია 2:0.

F ჯგუფი - "ბეტისი" - "დუდელანჟი" - 20:55
მიკროტრავმის შემდეგ ლევან ყენია ლუქსემბურგულ გუნდში დაბრუნდა და ბოლო შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა კიდეც. იახლა თუ არა დინო ტოპმიულერმა ესპანეთში, ეს უცნობია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ის სათადარიგო შემადგენლობაში იქნება და მოედანზეც გამოჩნდება.

პირველ შეხვედრაში "დუდელანჟი" შინ "მილანთან" 0:1 დამარცხდა. "ბეტისმა" კი "ოლიმპიაკოსთან" ფრედ ითამაშა.

altუთამაშებლობის მიზეზი, "დუდელანჟი" და ნაკრები - ინტერვიუ ლევან ყენიასთან


G ჯგუფი - მოსკოვის "სპარტაკი" - "ვილიარეალი" - 23:00
დღევანდელ შეხვედრაში მოსკოველების შემადგენლობაში ნაკლებად სავარაუდოა ჯანო ანანიძის გამოჩენა, კლუბში ტრავმაახალმორჩენილ შემტევს ჯერ ვერ ენდობიან და ის საჩემპიონატო განაცხადშიც არ ჩანს ხოლმე.

"სპარტაკი" პირველ შეხვედრაში სტუმრად "რაპიდთან" 0:2 დამარცხდა. "ვილიარეალი" კი "რეინჯერსს" ფრედ, 2:2 ეთამაშა.

J ჯგუფი - "კრასნოდარი" - "სევილია" - 23:00
თორნიკე ოქრიაშვილი, დიდი ალბათობით, კრასნოდარული კლუბის განაცხადში იქნება, თუმცა - სათადარიგო. ბოლო პერიოდში ჩემპიონატშიც ხშირად არის განაცხადში, უბრალოდ, სათამაშო დრო არ ეძლევა.

"კრასნოდარმა" პირველ შეხვედრაში თურქული "ახლისარ გენჩლიკ სპორი" 1:0 დაამარცხა. ხოლო "სევილიამ" "სენტ ლიჯი" 5:1 გაანადგურა.

A ჯგუფი
ციურიხი-ლუდოგორეცი 20:55
ლევერკუზენი-ლარნაკა 20:55

B ჯგუფი
რუსენბორგი-ლაიპციგი 20:55
ზალცბურგი-სელტიკი 20:55

C ჯგუფი
ბორდო-კოპენჰაგენი 20:55
ზენიტი-სლავია 20:55

D ჯგუფი

ანდერლეხტი-დინამო ზ 20:55
ფენერბახჩე-ტრანავა 20:55

E ჯგუფი

ყარაბაღი-არსენალი 20:55
ვორსკლა-სპორტინგი 20:55

F ჯგუფი

მილანი-ოლიმპიაკოსი 20:55
ბეტისი-დუდელანჟი 20:55

G ჯგუფი

რეინჯერსი-რაპიდი 23:00
სპარტაკი-ვილიარეალი 23:00

H ჯგუფი

აინტრახტი-ლაციო 23:00
აპოლონი-მარსელი 23:00

I ჯგუფი

სარპსბორგი-გენკი 23:00
მალმიო-ბეშიქთაში 23:00

J ჯგუფი
სტანდარდი-ახისარი 23:00
კრასნოდარი-სევილია 23:00

K ჯგუფი

ასტანა-რეიმსი 18:50
იაბლონეცი-დინამო კ 23:00

L ჯგუფი

ბატე-პაოკ 23:00
ჩელსი-მოლ ვიდი 23:00
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავთო ნუგზარაშვილს რატომ არ აყენებენ ძირითადში ლაციოში ხომ არ იცით?
გიორგი
15:19 04-10-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული