ლაშა პარუნაშვილი "ესბერგის" სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

AutoSharing Option
ლაშა პარუნაშვილი "ესბერგის" გულშემატკივრებმა ზედიზედ მესამედ დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

დანიური კლუბის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა სამი ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორისაც არჩევანი გულშემატკივარს უნდა გაეკეთებინა, მათ კი ქართველი ნახევარმცველი შეარჩიეს და ზედიზედ მესამედ აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად.

ლაშას კონკურენციას მარკუს ჰასტლი და იესპერ ლაურიდსენი უწევდნენ.

ქართველი ფეხბურთელი დანიურ კლუბში 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა, რამდენიმე დღის წინ კი კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

altლაშა პარუნაშვილმა "ესბერგთან" კონტრაქტი გააგრძელა


მომზადებულია "ესბერგის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბევრი თამაში მაქვს ნანახი. ძალიან მაგრად თამაშობს, უჭკვიანესია :) ჯანო-პარუნა - საინტერესო ნახევარდაცვის ცენტრი იქნებოდა. წინ ჩაკვეტა ოქრი არაბიძე და მჭედლო))) ნუ, ეს სამომავლოდ :)
Tbiliseli
16:51 05-10-2018
1

სიახლეები პოპულარული