დანიური კლუბის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა სამი ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორისაც არჩევანი გულშემატკივარს უნდა გაეკეთებინა, მათ კი ქართველი ნახევარმცველი შეარჩიეს და ზედიზედ მესამედ აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად.
ლაშას კონკურენციას მარკუს ჰასტლი და იესპერ ლაურიდსენი უწევდნენ.
ქართველი ფეხბურთელი დანიურ კლუბში 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა, რამდენიმე დღის წინ კი კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.
ლაშა პარუნაშვილმა "ესბერგთან" კონტრაქტი გააგრძელა
მომზადებულია "ესბერგის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით