ქართული ლეგიონის შაბათის მონაგარი - ხარაიშვილის გოლი

AutoSharing Option
შაბათს, 6 ოქტომბერს ჩატარებული მატჩებიდან, ქართველი ლეგიონერებიდან გატანილი გოლით მხოლოდ "გეტებორგის" ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოირჩა.

შვედეთი. ალსვენსკანი. 25-ე ტური. გეტებორგი - ტრელებორგი 2:2. 7 889 მაყურებელი. მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-100 წუთზე დიდებულად შესრულებული საჯარიმოთი თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

შვეიცარია. სუპერლიგა. მე-10 ტური. იანგ ბოიზი - ლუცერნი 2:3. 25 786 მაყურებელი. ლუცერნის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ამავე გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილია სათადარიგო იყო.

იტალია. სერია A. მე-8 ტური. ემპოლი - რომა 0:2. მასპინძელთა თავდამსხმელი ლევან
მჭედლიძე
ტრავმირებულია.

კვიპროსი. 1 დივიზიონი. მე-5 ტური. ანორთოსისი - აპოელი 2:3. მასპინძელთა ფორვარდი ბექა მიქელთაძე სატარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, მისი თანაგუნდელი ნიკა კაჭარავა კი 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-11 ტური. პოგონი - ვისლა 4:0. 5 514 მაყურებელი. მასპინძელთა მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმართა ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ხორვატია. HNL. მე-10 ტური. გორიცა - რიეკა 2:1. 2 659 მაყურებელი. მასპინძელთა მცველი გიორგი მჭედლიშვილი ტრავმირებულია.

უნგრეთი. NB I. მე-10 ტური. დოჟა - პუშკაში 2:0. 1 799 მაყურებელი. მასპინძელთა თავდამსხმელი გიორგი ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა შეუცვლელად ითამაშა.

ფინეთი. ვეიკაუსლიგა. 31-ე ტური. ტპს - როვანიემი 1:2. 2 721 მაყურებელი. სტუმართა ნახევარმცველი გიორგი გოროზია 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-7 ტური. სპორტინგი - რიო ავე 1:1. სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მაკარიძე განაცხადში არ იყო.

რუსეთი. პრემიერლიგა. მე-10 ტური. რუბინი - ურალი 1:0. 5 750 მაყურებელი. "ურალის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. 25-ე ტური. ჟეტისუ - შახტიორი 1:1. 2 000 მაყურებელი. მასპინძელთა მცველი ლაშა კასრაძე განაცხადში არ იყო.

აკჟაიკი - ყიზილ-ჟარი 0:0. 800 მაყურებელი. სტუმართა გუნდის მცველმა გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ტობოლი - ირტიში 1:2. 3 000 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად იასპარეზეს ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მჭედლიძე უკვე ტრავმირებულია??
საიტერესოა ვის ცჰაანაცვლებს ვაისი?!
გამოიზახოს ხარაიშვილი ნაკრებში, მართლა ჭურში ზის ეს კაცი თუ არ იცის რომ ხარაიშვილი ქართველია?
იაგო
11:27 07-10-2018
2

სიახლეები პოპულარული