საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი დღეს 15 კაციანი შემადგენლობით შეიკრიბა. ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბებში კვირას გამართეს შეხვედრები საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე
(უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელი:
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთეს:

ნიკა კვეკვესკირი: "ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდის პირველი ნაბიჯები ნამდვილად წარმატებული გამოდგა. მაქსიმუმს მივაღწიეთ, ორ თამაშში ექვსი ქულა ავიღეთ და გოლი არ გავუშვით. ჩემი აზრით, ნაკრები გაიზარდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისწავლა იმ თამაშების მოგება, რომელშიც ფავორიტად ითვლება. ქართველი გულშემატკივარი ერთა ლიგის ყველა თამაშში გამარჯვებას ითხოვს, მითუმეტეს ისეთი დებიუტის შემდეგ როგორიც ჩვენ გვქონდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ყველა მოტივირებული ვართ".

ვაკო გვილია: "ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ გულშემატკივარი ფეხბურთისკენ მობრუნდა. ყველამ კარგად ვიცით როგორ უყვართ ფეხბურთი საქართველოში, მათი ტრიბუნაზე დაბრუნება და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდი ამას გრძნობს და ჩვენ სწორედ ამისთვის ვთამაშობთ.

რა თქმა უნდა, შემდეგი მატჩები როგორც ჩვენთვის ისე ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთა ლიგა კარგად დავიწყეთ, მაგრამ ამან არ უნდა მოგვადუნოს, პირიქით მეტი პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით უნდა მოვეკიდოთ მომავალ შეხვედრებს.“

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს ლევან მჭედლიძე და გიორგი პაპუნაშვილი ტრავმის გამო გამოტოვებენ. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრავმის გამო გუნდს გიორგი ქვილითაიაც ვერ დაეხმარება.

ანდორასთან და ლატვიასთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების 24 კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები:
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელი:
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)

ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მეოთხე ტურის თამაშს ქართველი ფეხბურთელები 16 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ სტუმრად, რიგაში გამართავენ. შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
შემადგენლობა პროგნოზირებადი იყო, მაგრამ თავდასხმაში ვინმე კიდევ ეცადა, მითუმეტეს ანდორასთან თამაშის დროს.
მერაბი
10:50 09-10-2018
0
მარტო კაჭარავას იმედზეა ეგ თავდასხმაში? წაეყვანა მიქელთაძე ან ახალგაზდურიდან ვინმე ამ კაჭარავას მაინც აჯობებდა
ტოტტი
22:10 08-10-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული