სანდრო კობახიძეს მხარზე ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
"ვორსკლას" ქართველ ნახევარმცველს სანდრო კობახიძეს მხარზე ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

მას მხარი "ზორიასთან" უკრაინის პრემიერლიგის მატჩისას ამოუვარდა და ექიმებმა ოპერაციის გაკეთება ურჩიეს.

ჯერ უცნობია რამდენი ხანი მოუწევს სანდროს უქმობა, მაგრამ როგორც თავად თქვა, წელს ვეღარ ითამაშებს. კობახიძემ ჩემპიონატის 9 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მის არყოფნაში პოლტავური გუნდი საკუთარ მოედანზე დამარცხდა აუტსაიდერ კიევის "არსენალთან" და 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ეს მატჩი შეუცვლელად ჩაატარა "ვორსკლას" მცველმა ანდრო გიორგაძემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული