ლიგა ენდესას მე-5 ტურში ტედ მაკფადენის "იბეროსტარი" ტენერიფეში "ესტუდიანტესთან" 73-81 დამარცხდა.
ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტედ მაკფადენმა 31:52 წუთში 18 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მარგი ქმედების 18-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
მაკფადენი ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო.
"იბეროსტარი" 3 მოგებით მე-5 ადგილზეა.