ანანიძე არ ათამაშეს და მწვრთნელს უხსნიან, გრიგალავა კი გახარებულია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში "სპარტაკი" საკუთარ მოედანზე დამარცხდა ტულის "არსენალთან" 2:3.

თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია, "ოტკრიტიე არენაზე" შეხვედრას 31 384 მაყურებელი დაესწრო და წაგების შემდეგ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელს მასიმო კარერას გადაყენებას უპირებენ.

ამ შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზა ტულელთა მცველმა გია გრიგალავამ, ხოლო მოსკოველთა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო.

ნამატჩევს გრიგალავამ განაცხადა, რომ ისინი თამაშს აკონტროლებდნენ, მეტოქე კი ნახევარმომენტებს ქმნიდა.

"არსენალი" 13 ქულით მე-10 ადგილზეა, "სპარტაკი" კი 18 ქულით მეშვიდეზე.

25 ოქტომბერს "სახალხო გუნდი" ევროპა ლიგაზე გლაზგოში "რეინჯერსს" ხვდება, 8 ნოემბერს კი
მასპინძლობს და ამ თამაშის აფიშაზე ჯანოს სურათია გამოსახული.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აღარ ყავს
კუკური
13:55 22-10-2018
0
შიბაქი მწვრთნელი გყავს ჯანოო...
ასევე
23:37 21-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული