ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
გამოცემა Sports.kz-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრებისა და "ტობოლის" ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ალმატისთან" შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

"ნიკამ სამხრეთის დედაქალაქში კარგად ითამაშა. ის დაცვისა და შეტევის დამაკავშირებელი იყო - გამჭოლ პასებს არიგებდა და ბურთს კარგად ამუშავებდა", - წერს საიტი კვეკვესკირის შესახებ.

altნიკა კვეკვესკირი: ყველაფერს ვიზამთ, რომ ქართველ ხალხს ოცნება ავუსრულოთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული