30 ოქტომბერს ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტი" სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან "მუსკრონთან" 1:3.
არადა, წინა ტურში გაცილებით ძლიერი "შარლერუას" ძლევის (2:1) შემდეგ ასეთ შედეგს არავინ არ ელოდა.
სტუმართა გუნდის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე გაიტანა გოლი.
შეგახსენებთ, "შარლერუასთან" მატჩში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან თავის კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, საქართველოს ნაკრებშიც გაიტანა გოლი.
"გენტი" 20 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 3 ნოემბერს "კორტრიკს" მასპინძლობს.
ჩაკვე სხვებთან შედარებით ერთი თავით მაღლა დგას; 2 თუ 3 მომენტი ქონდა საგოლე, აქედან 1 მომენტში შავ კანიანმა ფეხბურთელმა რომელიც ერთი ერთზე გადიოდა უბრალოდ პასი არ მიცა თორე ჩაკვე უეჭველი შეადგებდა და თვითონ მხოლოდ მეკარეს გაარტყა,, ჩაკვემ კიდე ერთიერთზე გოლი შეუგდე მაღალი ოსტატობით. აქედან გამომდინარე ყველაფერი ნათქვამია.