გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიტანა გოლი, "გენტი" კი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტი" სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან "მუსკრონთან" 1:3.

არადა, წინა ტურში გაცილებით ძლიერი "შარლერუას" ძლევის (2:1) შემდეგ ასეთ შედეგს არავინ არ ელოდა.

სტუმართა გუნდის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე გაიტანა გოლი.

შეგახსენებთ, "შარლერუასთან" მატჩში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან თავის კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, საქართველოს ნაკრებშიც გაიტანა გოლი.

"გენტი" 20 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 3 ნოემბერს "კორტრიკს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩაკვეტაძე ჩემთვის მესიც არის და რონალდუც. გენაცვალე ჩაკვე,მიდი შეუბერე და გაგვისწორე ქართველებს
სხვათა თუთაშხია
08:48 31-10-2018
0
გუშინ მთელ თამაშს ვუყურე და ჩაკვე მართლა შემეცოდა, იმდენად უვარგისი თანაგუნდელები ჰყავს. მართალია, თვითონაც ვერ ითამაშა მაღალ დონეზე მაგრამ სხვებს აშკარად სჯობდა, რაც დაუფასდა თამაშის მიწურულს როდესაც პრესტიჟის გოლი შეაგდო. ამ სეზონის ბოლოს აუცილებლად უნდა გამოიცვალოს გუნდი და უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ გადავიდეს
qomagi
10:50 31-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული