31 ოქტომბერს "ლოკომოტივმა" მოსკოვში რუსეთის თასის მერვედფინალში "ენისეი" 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში "რუბინს" შეხვდება.
ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია დედაქალაქური გუნდის მცველს საბა კვირკველიას, რომელსაც ჩემპიონატის გასულ ტურში "ენისეის" თავდამსხმელმა არტურ სარქისოვმა თავი გაუტეხა.
გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა განაცხადა, რომ საბას თავზე 12 ნაკერი დაადეს და ამიტომ არ ათამაშა.
"როდესაც შენ საბა კვირკველია ხარ - თავის გაპობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს!
ორთქმავალი კი არა ჯავშანმატარებელია", - წერია "ლოკოს" ფეისბუქ-გვერდზე.