რუსულმა სპორტულმა გამოცემა Sovsport.ru-მ ქართველ ცენტრალურ მცველთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი შეეხო "ლოკომოტივს", საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ბევრ სხვა საკითხს.
- "ლოკომოტივში" 2017 წლის თებერვლიდან ხართ. კლუბში თავად მიხვედით თუ ვინმემ დაგიძახათ?
- ყველა ხედავდა, რომ "რუბინში" არ მენდობოდნენ, თამაშის უფლებას არ მაძლევდნენ. ფეხბურთს სახლში, ტელევიზორში ვუყურებდი. 17 ტურის განმავლობაში განაცხადშიც ვერ ვხვდებოდი. შემდეგ კი "ლოკომოტივის" ვარიანტი გამოჩნდა. ჩემს აგენტს
- თქვი, რომ პირადად იური სიომინს სურდა შენი გუნდში ხილვა...
- მართალია. "ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ახალი ცხოვრება დავიწყე. მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა. რაც შეეხება სიომინს, მასზე დიდხანს შემიძლია საუბარი. ის კეთილი და კარგი კაცია. პავლოვიჩს უყვარს ფეხბურთი. მახსოვს, ყველა საშინაო მატჩში მესმოდა, როგორ ეძახდნენ ფანები სიომინს ლეგენდას.
დრომ გაიარა და მივხვდი, რატომ ეპყრობოდნენ მას ასე. ალბათ, "ლოკომოტივში" არავინაა კლუბთან სიომინზე მეტად დაკავშირებული ადამიანი. მისთვის "ლოკო" მთელ ცხოვრებას ნიშნავს.
- ნახევარი წლის განმავლობაში იჯარით თამაშობდი. მაშინვე მიხვდი, რომ დარჩენა გსურდა?
- როცა ახალი გადმოსული ვიყავი, არაფერი მაინტერესებდა - ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მეთამაშა, რადგან ნახევარი წლის განმავლობაში ფეხბურთს სკამიდან ვუყურებდი. ამ დროს "ლოკომოტივი" მეშვიდე-მერვე ადგილზე იყო ჩემპიონატში, ტიტულისთვის ბრძოლის შანსი აღარ იყო, თუმცა რუსეთის თასზე ჯერ კიდევ ვასპარეზობდით და მოვიგეთ კიდეც.
"ედერის გოლის შემდეგ დავეცი და ვთქვი, "ჩვენ ჩემპიონები ვართ"
- არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ შესანიშნავი იყო. შეკრება გავიარეთ, სეზონი ერთნაირი კონდიციებით დავიწყეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ კარგი გუნდი გვყავს. - თქვენი და პეიჩინოვიჩის წყვილი საჩემპიონო სეზონში გაუვალი იყო...
როცა ბაზაზე მოვედი, განცდა მქონდა, რომ სახლში ვიყავი. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ვინმეს პრობლემა აქვს, ყველა ერთად ვჭრით. თუ ვინმეს რაიმე კარგი გადახდება, ყველა ბედნიერები ვართ და ეს ჩემპიონობამდე გაცილებით ადრე გამოჩნდა.
თუ ვმარცხდებით, პერსონალურად არავის ვადანაშაულებთ. ეს საერთო შედეგია. როცა ვიგებთ - ყველა ვინაწილებთ წარმატებას. მახსოვს, რა გვითხრა სიომინმა: "როცა ყველაფერი ჩაივლის, დასხედით სახლში თქვენს შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად და აჩვენეთ მათ თქვენი ჯილდოები და ყოველთვის გახსოვდეთ, ვისთან ერთად მოიპოვეთ ისინი. თქვენ ერთი გუნდი ხართ".
- როდის გააანალიზეთ, რომ შეგეძლოთ ჩემპიონები გამხდარიყავით?
- სეზონის დასაწყისშივე, კარგი სტარტის შემდეგ. 4 ტურის შემდეგ 10 ქულა გვქონდა, სამი მოგება ზედიზედ და ფრე "რუბინთან". ჩვენ წინ "ზენიტი" იყო. საბოლოოდ, ყველაფერი სანქტ-პეტერბურგში მატჩში შეიცვალა. მივხვდით, რომ თუ დავმარცხდებოდით, "ზენიტთან" დაწევა რთული გახდებოდა; თუ მოვიგებდით, ყველაფერი ჩვენს ხელთ იქნებოდა.
არავის სჯეროდა, რომ პირველობა შეგვეძლო. სამაგიეროდ, მზად ვიყავით, ყველაფერი გაგვეკეთებინა გასამარჯვებლად. თუ საჭირო გახდებოდა - სიკვდილისთვისაც მზად ვიყავით.
- როდესაც ედერმა "ზენიტს" გაუტანა, რა იგრძენი?
- მოედანზე დავწექი და ჩემს თავს ვუთხარი: "როგორც იქნა, დასრულდა. რაც გვსურდა, მივაღწიეთ. ჩემპიონები ვართ!". ემოციებზე საუბარი მსურს, მაგრამ ეს გრძნობა სიტყვებით არ გადმოიცემა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.
საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს
- წარმატებული სეზონის შემდეგ შენი ბევრი თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩამპიონატზე გაემგზავრა. ესწრებოდი მატჩებს?
- ვერ მოვახერხე, მთელი ამ დროის განმავლობაში შეკრებები გვქონდა. იქ კი რა შეგიძლია გააკეთო? უყურო ფეხბურთს და ივარჯიშო. ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრა ვნახე.
- ვის გულშემატკივრობდი?
- რა თქმა უნდა, რუსეთს. ჩემს მეგობრებს "ლოკომოტივიდან". ამ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ასეთ შედეგს არავინ ელოდა. შესანიშნავი ბიჭები არიან.
- კიდევ რომელი გუნდი მოგეწონა?
- საფრანგეთის თამაში მომეწონა. ნამდვილი მანქანაა! ყველას გადაუარა.
- ერთა ლიგის ახალი ფორმატი დაეხმარება საქართველოს ფინალურ სტადიაზე მოხვედრაში?
- ერთა ლიგაზე კარგად მივდივართ. ყველა ერთად ვმუშაობთ: ფეხბურთელები, ფედერაცია. ფეხბურთელების დიდი არჩევანი რუსეთივით არ გვაქვს, მაგრამ მაინც შევძელით სტაბილური გუნდის შექმნა. თქვენ ბევრი კარგი მოთამაშე გყავთ, ჩვენ ნაკლები.
- 2018 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები მხოლოდ ლუქსემბურგთან დამარცხდა, ისიც ამხანაგურ მატჩში...
- ერთმანეთს არა მარტო კარგად შევეწყვეთ, არამედ გოლებიც გავიტანეთ და არ გავუშვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით, შეტევაში. გვინდა ჩვენს ქვეყანასთან ერთად რაღაცას მივაღწიოთ. ღმერთის წყალობით ყველაფერი გამოვა.
- მოგწონს ერთა ლიგის ფორმატი, სადაც გუნდები მისი დონის მეტოქეებს ეთამაშებიან?
- დიახ. ჩვენნაირი პატარა გუნდებისთვის ეს კარგი გამოსავალია. რა თქმა უნდა, გერმანიასთან, იტალიასა და საფრანგეთთან თამაში ყველას სურს, მაგრამ მათთან ბრძოლა რთულია. მათთან შეხვედრა საინტერესოა, მაგრამ სასურველი შედეგი არ დადგება. ერთა ლიგა გვაძლევს შანსს, ევრო 2020-ზე პრობლემების გარეშე მოვხვდეთ.
- ვის გულშემატკივრობდი?
- რა თქმა უნდა, რუსეთს. ჩემს მეგობრებს "ლოკომოტივიდან". ამ გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ასეთ შედეგს არავინ ელოდა. შესანიშნავი ბიჭები არიან.
- კიდევ რომელი გუნდი მოგეწონა?
- საფრანგეთის თამაში მომეწონა. ნამდვილი მანქანაა! ყველას გადაუარა.
- ერთა ლიგის ახალი ფორმატი დაეხმარება საქართველოს ფინალურ სტადიაზე მოხვედრაში?
- ერთა ლიგაზე კარგად მივდივართ. ყველა ერთად ვმუშაობთ: ფეხბურთელები, ფედერაცია. ფეხბურთელების დიდი არჩევანი რუსეთივით არ გვაქვს, მაგრამ მაინც შევძელით სტაბილური გუნდის შექმნა. თქვენ ბევრი კარგი მოთამაშე გყავთ, ჩვენ ნაკლები.
- 2018 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები მხოლოდ ლუქსემბურგთან დამარცხდა, ისიც ამხანაგურ მატჩში...
- ერთმანეთს არა მარტო კარგად შევეწყვეთ, არამედ გოლებიც გავიტანეთ და არ გავუშვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით, შეტევაში. გვინდა ჩვენს ქვეყანასთან ერთად რაღაცას მივაღწიოთ. ღმერთის წყალობით ყველაფერი გამოვა.
- მოგწონს ერთა ლიგის ფორმატი, სადაც გუნდები მისი დონის მეტოქეებს ეთამაშებიან?
- დიახ. ჩვენნაირი პატარა გუნდებისთვის ეს კარგი გამოსავალია. რა თქმა უნდა, გერმანიასთან, იტალიასა და საფრანგეთთან თამაში ყველას სურს, მაგრამ მათთან ბრძოლა რთულია. მათთან შეხვედრა საინტერესოა, მაგრამ სასურველი შედეგი არ დადგება. ერთა ლიგა გვაძლევს შანსს, ევრო 2020-ზე პრობლემების გარეშე მოვხვდეთ.
ახალწვეულები, ტრავმა...
- ამ სეზონში ბევრი ახალწვეულია. რომელია ყველაზე ხუმარა? როგორ დახვდით მათ?
- მთავარი ხუმარა მე ვარ. კარგით, ვხუმრობ. ბიჭები ძალიან კარგები და კომფორტულები არიან. მოხარული ვარ, რომ კარგად კოორდინირებული გუნდი გვყავს.
არც ის უნდა დავივიწყოთ, საიდან მოვიდნენ ჩვენი ახალწვეულები. ჰიოვედესი "იუვენტუსიდან" მოვიდა - ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ისინი კარგი ბიჭები არიან, რადგან რაც უნდა კარგი ფეხბურთელი იყო, მთავარია, ადამიანად დარჩე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველგან გაგიჭირდება.
- პეიჩინოვიჩის წასვლის შემდეგ ყველა მცველთან ერთად ითამაშე, კრიხოვიაკთან ერთადაც კი. რთულია მუდამ ახალ პარტნიორთან ერთად ყოფნა?
- არანაირად. ჩორლუკა და ჰიოვედესი უმაღლესი დონის მცველები არიან, სხვა ბიჭებიც. ვფიქრობ, რომ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ.
- "ენისეისთან" მატჩში (3:0) თავის ტრავმა მიიღეთ, 12 ნაკერი დაგადეს...
- სარქისოვთან ცუდი შეჯახება გამომივიდა. ძალიან მტკივნეული იყო. მოედანზევე ბევრი სისხლი დავღვარე. მინდოდა თუ არა შეცვლა? სკამზე არცერთი მცველი არ იჯდა, ანგარიში კი უსიამოვნო იყო (1:0). "ენისეი" შეტევას განაგრძობდა, ცვლილება სარისკო იყო.
დიახ, არ ვიცოდი, რომ ასეთი საშინელი იარა მქონდა. ვფიქრობდი, თავი გავიტეხე, ეს ხომ არაფერია. შემდეგ გასახდელში ფოტო გადავიღე და როცა მას შევხედე, კინაღამ გონება დავკარგე.
- თამაშისას თავს როგორ გრძნობდი? ალბათ, გაგიჭირდებოდა...
- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მხოლოდ გამარჯვება მაინტერესებდა. თამაშში ყოველთვის თავით ვეშვები, მიუხედავად იმისა, გატეხილი მაქვს თუ არა. ასეთ დროს ყველაზე მთავარი შედეგია.
ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენისას ტირილი მინდება
- ამ სეზონში "ლოკომოტივი" ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა. როგორი გრძნობაა?
- როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მესმის, ტირილი მინდება, რადგან ბავშვობის მოგონებები იღვიძებს ჩემში, როცა ვჯდებოდი, ჩემპიონთა ლიგას ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ ამ ფეხბურთელების ადგილას ვყოფილიყავი.
- როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მესმის, ტირილი მინდება, რადგან ბავშვობის მოგონებები იღვიძებს ჩემში, როცა ვჯდებოდი, ჩემპიონთა ლიგას ვუყურებდი და ვოცნებობდი, რომ ამ ფეხბურთელების ადგილას ვყოფილიყავი.
- ახლა რომ ვიწყებდეთ, მინიმუმ 6 ქულა გვექნებოდა. დიდებულ ფორმაში ვართ. არ გაგვიმართლა, ბევრი მომენტი გავაფუჭეთ. ისეთი სიტუაციებიდან ვერ გავიტანეთ, როგორშიც რუსეთის პრემიერლიგაში გაგვაქვს ხოლმე. "პორტოსთან" (1:3) მე-20 წუთზე ორი ბურთით წინ უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
- ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე სამი ტურია. ჯერ კიდევ არის გამოსწორების დრო...
- ამისი გვჯერა, მაგრამ თუ არ გამოვა, ევროპა ლიგაზე უნდა გადავერთოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, გაზაფხულზე ევროპულ თასზე ვიქნებით, "პორტუსთან" გამარჯვებით უნდა დავიწყოთ.
ხინკალი? ბორშჩი და პელმენი უფრო მიყვარს
- ქართველებს "ლოკომოტივში" უმართლებთ. ამას ეთანხმები?
- როცა აქ მოვედი, ამის შესახებ მითხრეს. თავიდან ამაზე ვხალისობდი, სიომინიც ხშირად მიმეორებდა, მაგრამ ამაში მეც დავრწმუნდი, როცა თასი და ჩემპიონატი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვიგეთ. ესე იგი, ეს უბრალოდ ხუმრობა არაა.
- ზაზა ჯანაშიასა და მალხაზ ასათიანთან გქონია ურთიერთობა?
- საქართველო პატარა ქვეყანაა, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვიცნობთ. საქართველოში "ლოკომოტივი" ძალიან უყვართ. ყველამ იცის, რომ ეს დიდი კლუბია.
- 33-ნომრიანი მაისურით რატომ თამაშობ?
- როცა აეროპორტში ვიჯექი, სანამ მოსკოვში ჩამოვიდოდი და კონტრაქტს გავაფორმებდი, ჩემმა ახლო მეგობარმა ინალ გეტიგეჟევმა დამირეკა და საფეხბურთო ნომრებზე დავიწყეთ საუბარი. თავიდან 5-ნომრიანი მაისურის აღება მსურდა, მაგრამ დაკავებული იყო. ინალმა მირჩია, 33 ამეღო, რომელიც "რუბინში" თვითონ ეცვა. ამის შემდეგ ნომერი არ შემიცვლია.
- ვინ არის გუნდში შენი საუკეთესო მეგობარი?
- ადრე ალან კასაევი იყო, ახლა კი - დმიტრი ბარინოვი, დმიტრი ტარასოვი, რიფატ ჟემალეტდინოვი. მათ "რუბინიდან" ვიცნობ. მთლიანობაში კი, ბევრი მეგობარი მყავს.
- სად აკეთებენ მოსკოვში საუკეთესო ხინკალს?
- "მარანში", ისე კი, ქართულ რესტორნებში ხშირად არ დავდივარ, მოსკოვში მხოლოდ ოთხჯერ ვარ ნამყოფი.
შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, მაგრამ ბორშჩი ძალიან მიყვარს, მასზე უარის თქმა არ შემიძლია. ვარჯიშის შემდეგ ბაზაზე ყოველთვის ორ თეფშს ვჭამ. პელმენიც მიყვარს კრემთან ერთად.
- ქართველები მომღერალი ხალხია, თქვენ?
- რა თქმა უნდა, ვცეკვავ, ვმღერი. როდესაც ერთად სადმე მივდივართ, მიკროფონთან აუცილებლად მივდივარ. ვცეკვავ კიდეც. არავის უთქვამს, რომ ეს ცუდად გამომდის.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- ოჯახთან ერთად სახლში ყოფნა, რესტორანში ან კინოთეატრში წასვლა მიყვარს. რაც შეეხება საზოგადოებაში ყოფნას, ავტოგრაფის გაცემასა და ფოტოს გადაღებაზე უარს არასდროს ვამბობ და არც არასდროს მითქვამს. ამისგან სიამოვნებას ვიღებ, რადგან ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი.
კახა კალაძე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია ისტორიაში
- გაქვს ურთიერთობა სხვა ქართველ ფეხბურთელებთან, ვინც პრემიერლიგაში თამაშობენ?
- რა თქმა უნდა, ჯანო, ოქრიაშვილი, ჭანტურია ჩემი ახლო მეგობრები არიან.
- გაქვს ურთიერთობა სხვა ქართველ ფეხბურთელებთან, ვინც პრემიერლიგაში თამაშობენ?
- რა თქმა უნდა, ჯანო, ოქრიაშვილი, ჭანტურია ჩემი ახლო მეგობრები არიან.
- რომელი უმაღლესი დონის მოთამაშის მსგავსი გინდოდა ყოფილიყავი ბავშვობაში?
- იტალიელი მცველები საუკეთესოები არიან. ყოველთვის ვუყურებდი ფაბიო კანავაროს და პაოლო მალდინის. ახლა კი სერხიო რამოსი მომწონს, შედეგებიდან გამომდინარე, ნამდვილი "ურჩხულია", რომელმაც სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო ზედიზედ.
- ვინ არის ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი?
- კახა კალაძე. ალექსანდრე ჩივაძესაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი თამაში არ მახსოვს, მე 1992 წელს დავიბადე, კალაძე კი კარგად მახსოვს. მან ჩემპიონთა ლიგა და სერია "ა" მოიგო. შედეგებიდან გამომდინარე, ის საუკეთესოა.
- რა არის შენი ოცნება ფეხბურთსა და ცხოვრებაში?
- ჩემი ოჯახის და მეგობრების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. დანარჩენს დრო მოიტანს. მინდა, რომ ასეთ მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელო. მწვრთნელობა მსურს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ნება მომეცით, ცოტა ხანს კიდევ ვითამაშო.