ბაჩანა არაბულმა "დიოშდიორს" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
უნგრეთის OTP BANK Liga-ს მე-13 ტურში ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიამ" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "დიოშდიორს".

ამ შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა 79-ე წუთზე გახსნა, შემდეგ სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს, თუმცა ბაჩანას გუნდმა 87-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა.

"პუშკაშ აკადემია" 12-გუნდიან ჩემპიონატში 14 ქულით მე-9 დგილზეა და 10 ნოემბერს ბუდაპეშტში მტკ-ს ხვდება.

შეგახსენებთ, არაბული "პუშკაშ აკადემიაში" ზაფხულში "ბალმაზუივაროშიდან" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული