ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის შეძენა სურს.
"საქართველოსა და ანდორის მატჩის მერვე წუთზე "ბარსელონას" სკაუტები სიამოვნებით უყურებდნენ იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.
ეს მისი მესამე გოლი იყო ერთა ლიგაზე, მაგრამ არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას "ბარსელონა" აკვირდებოდა.
"ბლაუგრანა" მას წელიწადზე მეტია აკვირდება და რამდენჯერმე ბელგიასაც ესტუმრნენ, მისი თამაშის პირადად სანახავად.
ჩაკვეტაძე ტიპური დაბალი ნახევ
"ბარსელონა" არ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც მისი შეძენა სურს, მისი კონკურენტები არიან "ტოტენჰემი", "ბორნმუთი", "შახტარი" და "ბაიერნი". - ვკითხულობთ ესპანურ პორტალზე.
გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ კატალონიური კლუბის დაინტერესების შესახებ, პირველად Sport.es-მა დაწერა, ამის შემდეგ დაინტერესება "გენტმაც" დაადასტურა და "ბარსას" სკაუტები ანდორა-საქართველოს შეხვედრას დაესწრნენ.
Sport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა