გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის უარყოფითი და დადებითი მხარეები

AutoSharing Option
უკვე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გიორგი ჩაკვეტაძის კატალონიურ კარიერაზე, საუბარი მის გადასვლაზე "ბარსელონაში" არათუ ზაფხულს, არამედ იანვარსაც დაუკავშირეს.

რეალურად კი ფაქტია, რომ ჩაკვეტაძეს აკვირდებიან და ამას "გენტიც" ადასტურებს. თუმცა რა სახის ინტერესია და ვის სურს კონკრეტულად "ბარსელონაში" მისი დამატება უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩაკვეტაძის შეძენას აქტიურად უჭერს მხარს ბლაუგრანას ყოფილი თავდამსხმელი და მწვრთნელი კარლეს რექსაჩი, რომელიც ახლა კლუბში სკაუტად მუშაობს და არ გამოვრიცხოთ რომ ანდორაშიც იმყოფებოდა. ავღნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ რექსაჩის მწვრთნელობის დროს "ბარსელონამ" ლიონელ მესი დაიმატა.

თუმცა მოდი განვიხილოთ ამ ტრანსფერის
დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნაკლებად დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ "ბარსელონა" დღესდღეობით გიორგის არათუ ძირითადი შემადგენლობისთვის, არამედ სათადარიგო შემადგენლობისთვის მაინც განიხილავდეს, მითუმეტეს იმ ფონზე რომ არც ჩაკვეტაძეა ამისთვის მზად. სულ, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, "ბარსელონას" სკამზე 105 მილიონიანი უსმან დემბელე ზის.

რა იქნება სავარაუდო სცენარი თუ ჩაკვეტაძე იანვარში "ბარსელონაში" გადავა? კლუბი მას მეორე გუნდში გაუშვებს ან საუკეთესო შემთხვევაში ნორმალურ ევროპულ კლუბში გაანათხოვრებს. შეიძლება "გენტშიც" დატოვოს და უბრალოდ მისი სატრანსფერო უფლებები შეისყიდოს. ისე ეს შესაძლო ტრანსფერი ძალიან ჰგავს მარტინ ოდეგაარდის ამბავს, რომელიც "რეალის" მიერ ამჯერად ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ვიტესშია" განათხოვრებული. საერთოდ მსგავსი ფაქტები დადებითად არ სრულდება, კლუბში მუდმივად იცვლება მწვრთნელები, სკაუტები და ხელმძღვანელობა, ხოლო განათხოვრებული ფეხბურთელები ხშირად გაურკვევლობაში ხვდებიან და მათი გზა არც თუ ისე დადებითად გრძელდება.

"გენტს" ჩაკვეტაძე იმისთვის არ უყიდია, რომ მასთან ერთად წარმატებებს მიეღწია. ბელგიურმა კლუბმა ის მხოლოდ იმისთვის შეიძინა, რომ ძვირად გაეყიდა. ამავდროულად მომავალი ტრანსფერიდან თბილისის "დინამო" 50%-ს მიიღებს და ბელგიელები კი მას საკმაოდ ძვირ ფასს დაადებენ და მისი სატრანსფერო უფლებებით მაქსიმალურად ივაჭრებენ. მათთვის არ ექნება მნიშვნელობა "ბარსელონა" იქნება თუ "შახტარი", მთავარი იქნება მეტი სარგებელის მიღება.

რაც შეეხება დადებით ასპექტებს. რამდენიმე დღეში გიორგი ჩაკვეტაძე ყველამ გაიცნო, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი თვით "ბარსელონა" არის დაინტერესებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ყველა წამყვანმა სკაუტმა მისი გვარი მოინიშნა და თუ გიორგი ჩაკვეტაძე მოეწონებათ, ისინიც დაიწყებენ ნადირობას და ბლაუგრანასთან კონკურენციას. სავარაუდოდ კლუბების სია მალე გაიზრდება და არჩევანიც დიდი იქნება.

მთავარია გიორგიმ ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციოს და მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს, თორემ ამ ყველაფერმა შეიძლება გარკვეული სახის ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოს. ახლა მისი მომავალი მის ხელშია, თუ მოინდომებს შეძლებს ყველა სტადიონზე ეს "სანტიაგო ბერნაბეუ" იქნება თუ "ალიანს არენა" კარის ბადე შეარხიოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ვუგულშემატკივროთ და ვიმედოვნოთ, რომ მასთან ერთად საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

altSport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა

altგიორგი ჩაკვეტაძე ბარსელონაში, "კამპ ნოუზე"

alt"გენტი" "ბარსელონას" ინტერესს ადასტურებს: ვიცოდით, რომ "ბარსელონა" ჩაკვეტაძეს აკვირდებოდა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ჩაკვემ,თუ თავის თავზე იმუშავა და არ დაიკარგა, მის კუმირ როლანდუს დაემზგავსება. თამაშის მანერა და ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს. მთავარია შრომა, შრომა, და კიდევ შრომა, რაც ეტყობა არ ეზარება. გაუმარჯოს გიორგი ჩაკვეტაძეს!
პენსიონერი.
24 ნოემბერი 2018 12:39
0
ცხონებული ვიტალის დაღუპვის შემდეგ, დაგვრჩა დათო ყიფიანი და მასაც დიდი ხანი არ უთამაშია. შემდეგ, ჩვენ "დიდი" ფეხბურთელები არ გვყოლია და განებივრებულები არ ვიყავით. ეხლა მათ შემდეგ, პირველად გამოჩნდა იმედი, ვიხილოთ, ნამდვილი ქართველი ვარსკვლავი. ეს უდიდესი სიხარულია ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის. დაე იმრავლოს, გიორგის მზგავსმა ქართველმა ვარსკვლავებმა.
პენსიონერი.
24 ნოემბერი 2018 12:21
0
ჩვენ ვაისიც არ გვჭირდება.
ჩვენ ხომ უკვე ''მესები'' გვყავს..
აჰა ხედავ ქეცბა უკვე
საუბრები საით მიგვყავს...

ასე იყო და იქნება...
ქართველები ადრე ვტკბებით...
რა მაღალზე დავფრინავთ და
რა დაბალზე ვიმყოფებით...
A
19 ნოემბერი 2018 11:40
2
ბაიერნს და იუნაიტედს უარი უთხრა და ბარსაში რაღა უნდა??ჭანტურიაც იყო ბარსაში მაგრამ რა?
გიო
19 ნოემბერი 2018 11:11
4
ჭანტურია დუბლებში უფრო იყოო ) ხოლო ჩაკვეტაძე თუ შეიძინეს რეალურად გენტი მას დაბალ ფასში არ დათმობს. 20 მილიონს ზემოთ ფეხბურთელში რომ იხდიან ის მეორე გუნდისთვის არ უნდათ, ასე რომ ...
George
19 ნოემბერი 2018 16:06
2
ჭანტურიაც თამაშობდა ბარსაში!
გიო
19 ნოემბერი 2018 11:02
1
ევერტონის და ასტონ ვილას დონის გუნდები იქნება ეხლა გიოსთვის მისწრება. სათამაშო დროც ექნება და თავის გამოჩენის შემთხვევაში უკვე ჩამოყალიბებული და განვითარებული გადავა რომელიმე გრანდში.
vaso
19 ნოემბერი 2018 01:10
2
როცა ბარსა გეპსტიჟებს სულელის მეტი უსრს არავინ იტყვის
როცა ბარსა გებატიჟებავესეიგი ივიან რასაც აკეთებენ
მე ვფიქრობ ბასაში უკვე ფიქრობენ მესის შემცვლელზე და ამას ჩAკვეში ხედავეეს უკვე ჩაკვეზეა დამოკიდებული რამდენად გაქაჩAვს ამ ავანსებს
წარმატება ჩვენს ჩაკვეს :)
lasha
19 ნოემბერი 2018 00:43
28
ბოლო დროს გრამატიკა მოიკოჭლებს სტატიებში... კარგი იქნება, მეტ ყურადღებას თუ მიაქცევთ.

თემას რაც შეეხება, არც სტატისტიკა და არც მისი თამაშის სტილი ჯერ კიდევ არ მეტყველებს იმაზე, რომ ტოპ კლუბში უკვე შემდგარ ვარსკვლავებს გაუწევს კონკურენციას. ამ ეტაპზე ამ ბიჭისთვის სტაბილური სათამაშო პრაქტიკა და დაფასება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე გუნდში, ფიზიკურად ძლიერ, უხეშ მოთამაშეებთან ტაქტიკურად სუსტი ფეხბურთის თამაში. ამის მაგალითად უკვე გვყავს აბურჯანია და სევილია. გენტში მინიმუმ ეს სეზონი უნდა ჩაამთავროს. ამ ეტაპზე ნამდვილად არაა გადამწიფებული ბელგიის ჩემპიონატისთვის და ზაფხულამდე თუ არ შეწყვიტა პროგრესი, გაცილებით მეტი და რეალური შემოთავაზება ექნება.

ჩემი აზრით იდეალური სცენარი იქნება ბენფიკის, პორტუს, დორტმუნდის ან სევილიის მსგავს კლუბში თამაში, იქ რამდენიმე წელში კიდევ მომატება და მხოლოდ შემდეგ - ტოპ კლუბი.
Lasha
19 ნოემბერი 2018 00:41
1
ბარსელონაში ორი-სამი წლის შემდეგ, ან რეალში. ეხლა კი ჩემი აზრით ბავარია ჯობს ყველას. რიბერი და რობენი წამსვლელები არიან უკვე, ბოლო სეზონს ატარებენ და აქ უფრო მეტი შანსი ექნება თამაშის. ნელნელა მიაჩვევენ ძირითადს. აბა ბარსა და ტოტენხემი დაიბევებენ და ნამდვილად გაანათხოვრებენ. თუ ბაიერნში გამოიჩინა თავი არც ბარსა გააჩერებს იქ და არც რეალი. ფულის მეტი რა აქვს, ბავარია კი იაფად იყიდის და ათმაგად გაყიდის მერე თუ საერთოდ გაყიდა.
emigranti
19 ნოემბერი 2018 00:36
0
ამაზე მართალი და სწორი სტატია არ წამიკითხავს ამ საკითხზე. ბოლოს ის ვინატრე გიორგიც წაიკითხავდეს ამას და გაითვალისწინებდეს. მთავარია გიორგის ფსიქიკამ ახლა გაუძლოს ამ წმენს, არ დაემართოს ქართული ტრადიციული სენი და მხოლოდ ფეხბურთზე და თვითნგანვითარებაზე იფიქროს. გეფიცებით, გიორგი ქინქლაძის შემდგომ ასეთი იმედი არასდროს არავისი მგონია, გიორგი თუ ჭკვიანად იქცევა ის ქინლაძესაც გადაუსწრებს მიღწევებით! ოჰ ქინქის დალაგებული ფსიქიკა ჰქონოდა დღეს მისი სახელი ჟერარდის, ლამპარდის, როი კინის, კანტონას, სქოულზის, შორერის და პრემიერლოგის სხვა ლეგენდებზე ბევრად წინ იქნებოდა!
თემო შენგელაია
18 ნოემბერი 2018 23:29
1

სიახლეები პოპულარული