championat.com: ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლის ალბათობა 70%-ია - ლოგიკური იქნებოდა მისი გულიევში გაცვლა

AutoSharing Option
რუსულმა championat.com-მა წერილი მიუძღვნა მოსკოვის "სპარტაკს" და გუნდიდან ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძეს შესაძლო წასვლის საკითხსაც შეეხო.

"უკანასკნელ წელიწადნახევარში ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკში" მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამ სიტუაციაში ლოგიკური იქნებოდა ჯანოს აიაზ გულიევში გაცვლა, რომლის კონტრაქტის გამოსყიდვაზე "სპარტაკს" პრიორიტეტული უფლება აქვს.

უპირველეს ყოვლისა, გულიევი თავისუფალი და კრეატიული ნახევარმცველებიდან ერთადერთია. შეგახსენებთ, ობლიაკოვი და ახმეტოვი ცსკა-ში გადავიდნენ. თანაც, ანანიძე "როსტოვის" ლიდერი იყო და ამ გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო. და კიდევ: ქ
ართველ ფეხბურთელს "სპარტაკში" უბრალოდ არ უმართლებს".

გულიევი წარმოშობით აზერბაიჯანელია, "სპარტაკის" აღზრდილია და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დროზე უნდა გადასულიყო. ეხლა რამდენად იქნება მოთხოვნადი კარგი კლუბისთვის?! გული მწყდება.
მერაბი
21:21 23-11-2018
1
კაცი რო ვენგერის არსენალს უარს ეტყვის და რუსეთში დარჩება იმისგან რო არაფერი არ გამოვა, ხო ცხადია? ანანიძე კი არა, ამ არასწორი საქციელით ბევრად უკეთესი და ნიჭიერი პეხბურთელები დაიღუპნენ, მაგალითად ასათიანი, რომელიც ზიდანი უნდა ყოპილიყო და მცველად იქცა ლოკომოტივში. ამას არაფერი ეშველება, მარა ჩაკვეტაძეც არ გააფუჭონ ამ უაზრო კიჟინით. ჯერ არაფერი არ გაუკეთებია რეალურად, ჭ ლიგა არ ითველბა. ვარსკვლავი არა ის. კარგი, ნიჭიერი ბიჭია პოტენციალით. ეგეთი ქონდა ჭანტურიასაც, ოქრიაშვილსაც. მერე? მაგათ ასაკში შოთი და აჩი ბევრად მაგრა თამაშობდნენ. ქინქლაზეს არც ვახსენებ.
zuka
15:40 23-11-2018
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული