Diario aragones: გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე დაბრუნებას წელს ვეღარ მოახერხებს

AutoSharing Option
გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა "ალბასეტესთან" მატჩში 28 სექტემბერს მიიღო. მას შემდეგ ქართველი ნახევარმცველი მოედანზე აღარ გამოჩენილა.

როგორც Diario aragones-ი იტყობინება, ის მოედანზე დაბრუნებას მიმდინარე წელს ვეღარ მოახერხებს.

გიორგის ძვლის შეშუპება და მარცხენა ფეხის კოჭი აწუხებს, რაც მას ხელს უშლის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშში. "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელის, ლუკას ალკარსის თქმით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველი მოედანზე დაბრუნებას წლის ბოლომდე ვერ მოახერხებს.

კლუბმა აღდგენითი პროცესის დასაჩქარებლად ახალ ხერხსაც მიმართა, თუმცა ვერც ჰიპერბარიულმა პალატამ გამოიღო სასურველი შედეგი, ფეხბურთელს ისვ აწუხებს სერიოზული ტკივილი.

ამ მდგომარეობით,
პაპუნაშვილი გუნდს 2018 წლის ბოლოს შეუერთდება, თამაშს კი მომავალი წლის დასაწყისამდე ვერ მოახერხებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს იმას ნიშნავს ჩვენთან ბავშვების ფეხბურთი და სკოლები არ არსებობს
aleko
15:19 23-11-2018
0
რა ემართებათ ამ ბიჭებს, არადა კაი ფორმაში იყო. როგორც ჩანს ბავშვობიდან უნდა სპეციფიკური ვარჯიშები და კვებაც. დატვირთვებს ვერ უძლებს ორგანიზმი, ფაქტია. ძვლის შეშუპება რაღა უბედურებაა? ამ ბიჭებს უმძიმესი ტრავმები აქვთ. გამოადგებიან კი ნაკრებს? ამიტომ ვამბობ, რომ ახალი სახეებია საჭირო ნაკრებში მაქსიმალურად, რომ ეს დანაკლისი შეივსოს. ფედერაცია კი ამას ვერ ახერხებს.
ლევანი
13:38 23-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული