ესპანური პრესა: გიორგი პაპუნაშვილს "სარაგოსას" ექიმებმა ვერ უშველეს, ამიტომ მკურნალობის მეთოდი იცვლება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს სექტემბრის შემდეგ ტრავმა აწუხებს. ის თითქოს უკვე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მოედანზე ჯერ კიდევ არ ჩანს.

ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობით დაინტერესდა და აი, რა გაარკვია:

სექტემბრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი "სარაგოსას" ფორმაში აღარ გვინახავს. თვე-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც პაპუნაშვილმა კარლოს ბელმონტოს სახელობის სტადიონი ტრავმირებულმა დატოვა. რამდენიმე კვირის შემდეგ ის ვარჯიშზე გამოჩნდა, თუმცა მას შემდეგ კვლავ აღარ გვინახავს.

ახლა კი, კლუბი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, "სარაგოსას" ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდში გაემგზავრება, რათა მისი ტრავმის
შესახებ მეტი დეტალი დადგინდეს. ესპანეთის დედაქალაქში მას სრულყოფილ გამოკვლევას და მკურნალობას ჰიპერბარიული პალატის საშუალებით ჩაუტარებენ,  რათა აღდგენითმა პროცესმა კარგად და სწრაფად ჩაიაროს.


რა არის ჰიპერბარიული პალატა?

სრულყოფილი მკურნალობის ჩატარებამდე ეჭვი იმ გამოკვლევის სიზუსტეში მდგომარეობს, რომელსაც პაპუნაშვილს უტარებენ. ამ შემთხვევაში ჰიპერბარიული პალატის მეშვეობით მისი სხეული 100 პროცენტით სუფთა ჟანგბადში მოხვდება, მაღალი ატმოსფერული წნევის მეშვეობით კი შესაძლებელია სხვადასხვა დაზიანების მკურნალობა, ამ შემთხვევაში მარცხენა ტერფის.

Sportall.Ge

გიორგი პაპუნაშვილის ტრავმის შემდეგ "სარაგოსამ" მთავარი მწვრთნელიც შეიცვალა, ახალი დამრიგებლის თქმით კი, მას ქართველი ფეხბურთელის იმედი აქვს.

altგიორგი პაპუნაშვილი: როგორც ყოველთვის, საქართველოში ეს ამბავი გააბუქეს

altEldesmarque.com: არავინ იცის, როდის მოახერხებს პაპუნაშვილი დაბრუნებას

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული