Tvp.pl: ლუკა ზარანდიამ დამსახურებული ტაში მიიღო, ის კარიერის პიკშია

AutoSharing Option
ლუკა ზარანდიამ კრაკოვის "ვისლასთან" მოგებულ (4:1) შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. ქართველმა შემტევმა მეტოქის კარი 28-ე და 89-ე წუთებზე დალაშქრა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "არკას" მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შეცვალა და ლუკამაც დამსახურებული აპლოდისმენტები მიიღო.

პოლონური გამოცემა tvp.pl ქართველ შემტევს აქებს და წერს, რომ ზარანდია კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს.

"კრაკოვის "ვისლას" წინააღმდეგ ქართველი შესანიშნავი იყო. მან ორჯერ დაამწუხრა მატეუშ ლიზა ("ვისლას" მეკარე). ლუკა ზარანდიამ ნამდვილად დაიმსახურა ტაში, რომელიც მატჩის ბოლოს მიიღო, როცა მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა. 22 წლის შემტევს ამ სეზონში
4 გოლი დაუგროვდა. ქართველი ფეხბურთელი კარიერის პიკშია" - ვკითხულობთ tvp.pl-ზე.

ლუკა ზარანდია "არკაში" 2017 წლის იანვარში თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.

altზარანდიას ვერ აკავებენ - დუბლი შეასრულა და ეს ბიჭი ნაკრებში თამაშს იმსახურებს! [VIDEO]

altპოლონელები ლუკა ზარანდიას გვიქებენ

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზარანდია ყველაზე დიდი ტალანტი და ლიდერია ბოლო წლების ქართველი ახალგაზრდებიდან. ყველა ასაკობრივ ნაკრებში ლიდერი იყო. ასევე დავით ჯიქია, ის იყო ვასილი მაისურაძის 17წლამდელების ლიდერი და გენიოსი. ეს ორნი არიან უდიდესი, უბრალოდ ზარა უფრო გაიქაჩა და გავიდა უცხოეთში ასე შემდეგ. ეგ რომ მოვა ნაკრებში მერე დალაგდება ყველაფერი, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. სულ სხვაა მაინც, მეგრული გენია.
Zangi
19:52 27-11-2018
3
დარწმუნებული ვარ თუ ზარანდია ასე გაგრძელებს ნაკრებში ადგილს ჩაკვეტაძის მსგავსად დაიბევებს, ამას ვაისიც კარგად ამჩნევს და იმიტომ ყავდა გამოძახებული ბოლო ორ მატჩში
roma
14:26 27-11-2018
2

სიახლეები პოპულარული