ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურში "შახტარმა" სტუმრად "ჰოფენჰაიმი" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 3:2 დაამარცხა. ეს მატჩი შეუცვლელად ითამაშა დონეცკელთა მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ვამბობდით, რომ აქ მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედით. ეს პირველივე წუთიდან უნდა დაგვემტკიცებინა. ვფიქრობ, თავიდან ეს გამოგვივიდა. მერე კი... არ ვიცი, ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. მინდა მთელს გუნდს იმისათვის მადლობა გადავუხადო, რომ ბოლომდე იბრძოლეს. იმედია, გულშემატკივრებს თამაში მოეწონათ.
ახალმა ტაქტიკამ გაამართლა. მეტოქეს დასაკარგი აღარაფერი არ ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული დარჩა, გვიტევდა.
პლეი-ოფში გასვლის შანსი? ყველაფერი ჩვენს ხელთაა. მთავარია, "ლიონს" ვძლიოთ", - განუცხადა ხოჭოლავამ ტელეარხ "ფუტბოლს".
13 დეკემბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "შახტარი" "ლიონს" მასპინძლობს და თუ მოუგო, პლეი-ოფში გადის.