"დაუჯერებელია, რომ ასეთი მაღალი დონის მეკარე უგუნდოდაა" - Prosports.kz გიორგი ლორიას ყაზახეთში ეპატიჟება

AutoSharing Option
ყაზახეთში ადგილობრივი ჩემპიონატის დონე ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზი იმ ლეგიონერების დონეა, რომლებიც ამ ქვეყანაში სათამაშოდ ჩადიან.

განვლილი სეზონის შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა "კაირათის" რუსმა თავდამსხმელმა ანდრეი არშავინმა, რომელმაც მის უკანასკნელ სეზონში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა, "კაირათს" ტოვებს  ბრაზილიელი ისაელიც, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა.

ადგილობრივი სპორტული გამოცემა Prosports.kz, სათაურით "ვინ შეცვლის არშავინს და ისაელს", სტატიას აქვეყნებს, სადაც 10 თავისუფალ აგენტზეა საუბარი, რომლებმაც, შესაძლოა, კარიერა ყაზახეთის ჩემპიონატში გააგრძელონ.

ერთ-ერთი მათგანი ქართველი მეკარე გიორგი ლორიაა. აი, რას
წერს გამოცემა მის შესახებ:

"დაუჯერებლია, რომ ასეთი მაღალ დონის მეკარე, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარი ერთა ლიგაზე ყაზახეთის ნაკრებთან ორჯერ დაიცვა, 3 თვეზე მეტია უგუნდოდაა. მაგრამ რეალობა ასეთია, "ანჟის" დატოვების შემდეგ, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ქართველმა შესაბამისი გუნდი ვერ იპოვა. გიორგი ლორიას ნებისმიერ კონდიციასთან მარტივად ადაპტაცია შეუძლია, პრემიერლიგა კი ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება. ორი მეკარე, გვარად ლორია ყაზახეთის ჩემპიონატში - შესანიშნავი იქნება!" - ვკითხულობთ Prosports.kz-ზე.

გიორგი ლორიამ სამარის "კრილია სოვეტოვი" გასულ ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ კი უგუნდოდაა. მან ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

altცნობილი გახდა გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვიდან" გაშვების მიზეზი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მაგარი მეკარეა! უძლიერესი! 1 ბრუციანი ბურთი გაუვარდა ანდორას და ამ ერთი შეცდომისათვის ნუ ლანძღავთ ამ დიდუბლ მეკარეს! ხანდახან თვით უძლიერესი მეკარეებიც კი ძალიან იოლ ბურთებს უშვებდნენ. მაგალითდ, ლევ იაშინმა რომლისთვისაც პენალტის გატანა იყო პრობლემა ერთხელ გადამწყვეტ თამაშში 40 მეტრიდან გაუშვა გოლი. და ამის გარდა ასეთი კურიოზები მოსვლია ჩვენს საყვარელ ქართველ მეკარეებსაც, კოტრიკაძეს, ურუშაძეს და ... საზღვარგარეთული ფეხბურთი სავსეა ასეთი კურიოზებით, მაგალითად ოლივერ კანს ბევრჯერ ისეთი ბურთი გაუშვია, რომ...?!!!
aburjga
20:06 28-11-2018
14
ჰოო ))) ოლივერ კანის,ტოლდოს,ნოიერის და დე ხეას ორეულია)))
euhh
16:03 28-11-2018
33

სიახლეები პოპულარული