შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩი პოლტავიდან კიევში გადაიტანეს. ეს გადაწყვეტილება უეფამ მიიღო.
"ვფიქრობ, "ვორსკლა" რომ არ ვყოფილიყავით, არამედ რომელიმე ცნობილი ევროპული კლუბი, მაშინ მატჩის გადატანა არ მოხდებოდა. არ ვიცი, რატომ არ სურს "არსენალს" აქ ჩამოსვლა. იქნებ ფიქრობენ, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?", - თქვა კობახიძემ "ლტავას" ინტერვიუში.
პოლტავის "ვორსკლასა" და ლონდონის "არსენალს" შორის შეხვედრა 29 ნოემბერს კიევში, "ოლიმპიისკიზე" ჩვენი დროით 21:55 საათზე დაიწყება.
ევროპა ლიგა. V ტურის წინ: ქართველების გუნდები პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან