ლეგიონის უქმეები: ასე ვერ გავფრინდებით! მხოლოდ ერთი გოლი და გრძელი სკამი [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების ამ კვირას შეგვიძლია ძალიან ცუდი ვუწოდოთ; თან იმ ფონზე, როდესაც ევრო 2020-ის წილისყრა შედგა.

მეტოქეთა ფეხბურთელებს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. რაც შეეხება ჩვენი მოთამაშეების მდგომარეობას, ამას სტატიაში იხილავთ:

ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეში" "ლუფტეტარის" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. 15 ტურის შემდეგ "კუკეში" მეოთხე ადგილზეა.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" შინ "ვოლფსბერგერს" 3:0 სძლია. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე გოლი გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლია ავსტრიის ბუნდესლიგაში. 16 ტურის შემდეგ გრაცელები მეექვსე ადგილზე
არიან.


ბელგია
ქართველების "გენტი" "ლოკერენს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, გიორგი ქვილითაია რეაბილიტაციას გადის. 17 ტურის შემდეგ "გენტი" მერვე ადგილზეა.

ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" ზაგრების "დინამოს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი სათადარიგო გახლდათ. მისი გუნდი 16 ტურის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისმა" "ერმისი" 2:1 დაამარცხა. პირველად ორივე ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო. ნიკა კაჭარავა 77-ე წუთზე შეცვალეს და ბექა მიქელთაძე - 87-ე წუთზე. 11 ტურის შემდეგ ფამაგუსტელები მე-6 ადგილზე არიან.

დანია
საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ "მიდტიულანდთან" 1:2 დამარცხდა. ტრადიციულად, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი 18 ტურის შემდეგ მე-8 პოზიციაზეა.

უნგრეთი
ბუბა დაუშვილის "ჰალადასმა" "დიოშდიორი" მიიღო და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველი საყრდენი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მეორე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 68-ე წუთზე შეცვალეს. 16 ტურის შემდეგ "ჰალადასი" ბოლო, მე-12 ადგილზეა.

გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" "მეზოკოვედს" 0:0-ზე დაუზავდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 92-ე წუთზე შეცვალეს. "უიპეშტი" მეექვსე ადგილზეა.

ბაჩანა არაბულის "პუშკაში" "კიშვარდას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. აკადემიელები მეცხრე ადგილზე არიან.

იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "სპალს" ესტუმრა და ფრედ, 2:2 ეთამაშა. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო და შეხვედრაში 73-ე წუთზე ჩაერთო. 14 ტურის შემდეგ "ემპოლი" მე-17 ადგილზეა.

პოლონეთი
ლუკა ზარანდიას "არკა" იაგელონიას" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 75-ე წუთზე შეცვალეს. 17 ტურის შემდეგ გდინიელები მეცხრე ადგილზე არიან.

მარცხი განიცადა გიორგი მერებაშვილის "პლოცკმაც", რომელიც შინ "გორნიკთან" 0:4 განადგურდა. ნაკრების შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. "პლოცკი" მე-11 ადგილზეა.

პორტუგალია
ავთო ებრალიძის "ჩავესი" "გუიმარაეშთან" 0:1 დამარცხდა. ებრალიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. პორტუგალიაში 11 ტურია ჩატარებული და "ჩავესი" ბოლო, მე-18 ადგილზეა.

რუსეთი
ქართველთა გუნდების დაპირისპირება შედგა პრემიერლიგის მე-16 ტურში, "კრასნოდარმა" "ურალი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი და სტუმართა შემადგენლობაში გიორგი ჭანტურია სათადარიგოები იყვნენ. "კრასნოდარი" მე-2 ადგილზეა, "ურალი" - მე-8-ზე.

კიდევ ერთი ქართული დაპირისპირება შედგა მოსკოვურ დერბიში: "სპარტაკმა" "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ჯანო ანანიძე სათადარიგო შემადგენლობაში იყო, სტუმართა შემადგენლობაში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. "სპარტაკი" მე-4 პოზიციას იკავებს, "ლოკომოტივი" - მე-5-ს.

ჯიმი ტაბიძის "უფა" "ანჟის" ესტუმრა და 0:0-ზე გაიყარნენ. ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა და 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, "უფა" მე-13 ადგილზეა.

სლოვაკეთი
ქართველების "ტრნავა" "რუზომბეროკს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. დავით სხირტლაძე მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, გიორგი ჭანტურიშვილი განაცხადში არ ყოფილა. ჩვიდმეტი ტურის შემდეგ ტრნაველები მერვე ადგილზე არიან.

ესპანეთი
გიორგი აბურჯანიას "ლუგო" "ოსასუნას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო. მისი გუნდი 16 ტურის შემდეგ მე-16 პოზიციას იკავებს.

შვეიცარია
ქართველების "ლუცერნი" "სიონს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ვაკო გვილია მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა, ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა. 16 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეშვიდე ადგილზეა.

უკრაინა
დავით ხოჭოლავას "შახტარი" დონეცკის "ოლიმპიკს" შინ 2:2 ეთამაშა. ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 26-ე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის სიძლიერე. 17 ტურის შემდეგ "შახტარი" უკრაინაში ერთპიროვნული ლიდერია.

"დესნა" ლუგანსკის "ზორიამ" 0:2 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ლუკა კობერიძე 86-ე წუთზე გამოჩნდა. რაც შეეხებათ სტუმრებს, ზაურ მახარაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. "დესნა" მე-7 ადგილზეა, "ზორია" - მე-4-ზე.

altკიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

ამ კვირას შეგვიძლია ძალიან ცუდი ვუწოდოთ, თან იმ ფონზე როდესაც ევრო 2020-ის წილისყრა შედგა, მეტოქეთა ფეხბურთელებს კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას სტატიაში იხილავთ:
ალბანეთი
ირაკლი ძარიას "კუკეში" "ლუფტეტარის" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 15 ტურის შემდეგ "კუკეში" მეოთხე ადგილზეა.
ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" შინ "ვოლფსბერგერს" 3:0 სძლია. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე გოლი გაიტანა, ეს მისი სადებიუტი გოლია ავსტრიის ბუნდესლიგაში. 16 ტურის შემდეგ გრაცელები მეექვსე ადგილზე არიან.
ბელგია
ქართველების "გენტი" "ლოკერენს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, გიორგი ქვილითაია რეაბილიტაციას გადის. 17 ტურის შემდეგ "გენტი" მერვე ადგილზეა.
ხორვატია
გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" ზაგრების "დინამოს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი სათადარიგო გახლდათ, მისი გუნდი 16 ტურის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.
კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისმა" "ერმისი" 2:1 დაამარცხა. პირველად ორივე ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, ნიკა კაჭარავა 77-ე წუთზე შეცვალეს და ბექა მიქელთაძე 87-ე წუთზე. 11 ტურის შემდეგ ფამაგუსტელები მე-6 ადგილზე არიან.
დანია
საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ "მიდტიულანდთან" 1:2 დამარცხდა. ტრადიციულად ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, მისი გუნდი 18 ტურის შემდეგ მე-8 პოზიციაზეა.
უნგრეთი
ბუბა დაუშვილის "ჰალადასმა" "დიოშდორი" მიიღო და ფრე 1:1 ეთამაშა. ქართველი საყრდენი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მეორე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 68-ე წუთზე შეცვალეს. 16 ტურის შემდეგ "ჰალადასი" ბოლო მე-12 ადგილზეა.
გიორგი ბერიძის "უიპეშტმა" "მეზოკოვედს" 0:0-ზე დაუზავდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 92-ე წუთზე შცვალეს. "უიპეშტი" მეექვსე ადგილზეა.
ბაჩანა არაბულის "პუშკაში" "კიშვარდას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ანკრების ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. აკადემიელები მეცხრე ადგილზე არიან.
იტალია
ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "სპალს" ესტუმრა და ფრე 2:2 ეთამაშა. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგო იყო და შეხვედრაში 73-ე წუთზე ჩაერთო. 14 ტურის შემდეგ "ემპოლი" მე-17 ადგილზეა.
პოლონეთი
ლუკა ზარანდიას "არკა" იაგელონიას" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 75-ე წუთზე შეცვალეს. 17 ტურის შემდეგ გდინიელები მეცხრე ადგილზე არიან.
მარცხი განიცადა გიორგი მერებაშვილის "პლოცკმაც", რომელიც შინ "გორნიკთან" 0:4 განადგურდა. ნაკრების შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.  "პლოცკი" მე-11 ადგილზეა.
პორტუგალია
ავთო ებრალიძის "ჩავესი" "გუიმარაეშთან" 0:1 დამარცდა. ებრალიძე სათადარიგო იყო და მეოდანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. პორტუგალიაში 11 ტურია ჩატარებული და "ჩავესი" ბოლო 18-ე ადგილზეა.
რუსეთი
ქართველთა გუნდების დაპირისპირება შედგა პრემიერლიგის მე-16 ტურში, "კრასნოდარმა" "ურალი" 2:0 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში თორნიკე ოქრიაშვილი და სტუმართა შემადგენლობაში გიორგი ჭანტურია სათადარიგო იყო. "კრასნოდარი" მე-2 ადგილზეა, "ურალი" მე-8.
კიდევ ერთი ქართული დაპირისპირება შედგა მოსკოვურ დერბში, "სპარტაკმა" "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ჯანო ანანიძე სათადარიგო შემადგენლობაში იყო, სტუმართა შემადგენლობაში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. "სპარტაკი" მე-4 პოზიციას იკავებს, "ლოკომოტივი" მე-5.
ჯიმი ტაბიძის "უფა" "ანჟის" ესტუმრა და 0:0-ზე გაიყარნენ. ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა და 69-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, "უფა" მე-13 ადგილზეა.
სლოვაკეთი
ქართველების "ტრნავა" "რუზომბეროკს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. დავით სხირტლაძე მეოდანზე 62-ე წუთზე შევიდა, გიორგი ჭანტურიშვილი განაცხადში არ ყოფილა. ჩვიდმეტი ტურის შემდეგ ტრნაველები მერვე ადგილზე არიან.
ესპანეთი
გიორგი აბურჯანიას "ლუგო" "ოსასუნას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო, მისი გუნდი 16 ტურის შემდეგ მე-16 პოზიციას იკავებს.
შვეიცარია
ქართველების "ლუცერნი" "სიონს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ვაკო გვილია მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა, ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა. 16 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მეშვიდე ადგილზეა.
უკრაინა
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" დონეცკის "ოლიმპიკს" შინ 2:2 ეთამაშა. ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, 26-ე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო და მეოდანი დატოვა, ჯერჯერობით უცნობია ტრავმის სიძლიერე. 17 ტურის შემდეგ "შახტარი" უკრაინაში ერთპიროვნული ლიდერია.
"დესნა" ლუგანსკის "ზორიამ" 0:2 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში ლუკა კობერიძე 86-ე წუთზე გამოჩნდა, რაც შეეხება სტუმრებს ზაურ მახარაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა. "დესნა" მე-7 ადგილზეა, "ზორია" მე-4.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჟურნალისტებო გაარკვიეთ რა ხდება მახარაძეზე , ასე ძნელია ?
Desna
14:10 03-12-2018
0
zvlivs ar gaitana kiteishvilma, amdeni xania sturmshi tamashobs))) chveni chempionatshi ki goli golze gahkonda, samokvarulo donis chempionati gvakvs, sxva ra vtkva))))
qomagi
14:06 03-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული