მოსკოვის "სპარტაკის" ახალმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.
"რაც შეეხება ჯანოს, ისიც მუშაობს. ბევრს. მინდა, ფეხბურთელმა ვარჯიშზე საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი. ამის მიხედვით ვარჩევ შემადგენლობას და სათადარიგოებს.
მოთამაშეეებმა თავიანთი რაობა საწვრთნელ პროცესში უნდა დაამტკიცონ - თუ ვინაა საუკეთესო მოცემულ მომენტში. ბევრის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ იხსენებენ, როგორ თამაშობდნენ წარსულში, აქედან გამომდინარე, არ ესმით, რატომ არ თამაშობენ ახლა. ამაშია პრობლემა".