"კეინი, იოზილი, ფაბრეგასი, ჩაკვეტაძე" - Mundodeportivo ზამთრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ

AutoSharing Option
ქართველი გიორგი ჩაკვეტაძით, რომ ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდება ქართველი გულშემატკივრისთვის არახალია, ამჯერად გავლენიანი სპორტული გამოცემა Mundodeportivo ბოლო პერიოდის სავარაუდო ტრანსფერების შესახებ წერს, სადაც საუბარი ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც ჰარი კეინი, მესუთ იოზილი და ცესკ ფაბრეგასია, გიორგი ჩაკვეტაძეზეც არის.

ესპანური გამოცემა ჰარი კეინს მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" უკავშირებს და სავარაუდო ფასად 200 მილიონს ასახელებს, Mundodeportivo-ს ინფორმაციით, მესუთ იოზილი "ინტერს" 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა შეუერთდეს, ხოლო ცესკ ფაბრეგასით, რომელსაც "ჩელსიში" დიდი სათამაშო დრო არ გააჩნია, "მილანია" დაინტერესებული.

რაც შეეხება ახალგაზრდა გიორგი
ჩაკვეტაძეს, ესპანური გამოცემა ქართველ ფეხბურთს "რომას" უკავშირებს და წერს, რომ პირადად რომას სპორტული დირექტორია მისით დაინტერესებული.

"Il Messaggero-ის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "რომას" დირექტორი მონჩი ქართველი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ინტერესდება, ახალგაზრდა ტალანტი იმითაც გახდა ცნობილი, რომ მან ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, შემტევს ბელგიურ "გენტთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს." - ვკითხულობთ Mundodeportivo-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altlaroma24.it: მონჩი ბელგიაში იმყოფება და გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება

altsportmagazine.be: როგორ გახდა უეცრად გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემი აზრით წელს სადაც არის იქ ჯობია დარჩეს, რაც შეეხება რომას ყველაზე ჩუდი ვარინტია იტალიაში გადასვლა განსაკუთრებით რომაში.
კარაოკე
09 დეკემბერი 2018 22:08
4
გროზნოს ახმატში გადადის.
მურმანი
10 დეკემბერი 2018 00:47
3
ვახო

როგორც ჩანს, აზრის გამოტანა ნათქვამიდან და ფეხბურთი ერთნაერად გესმის...
koka
10 დეკემბერი 2018 02:33
0
აუცილებლად უნდა გადავიდეს სადმე. ბაიერნი კარგი ვარიანტია. ცოტა გერმანულს ისწავლის.
მე ჯერი ვარ ღრუტუნაშვილი
10 დეკემბერი 2018 00:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული