ესპანური გამოცემა ჰარი კეინს მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" უკავშირებს და სავარაუდო ფასად 200 მილიონს ასახელებს, Mundodeportivo-ს ინფორმაციით, მესუთ იოზილი "ინტერს" 28 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა შეუერთდეს, ხოლო ცესკ ფაბრეგასით, რომელსაც "ჩელსიში" დიდი სათამაშო დრო არ გააჩნია, "მილანია" დაინტერესებული.
რაც შეეხება ახალგაზრდა გიორგი
"Il Messaggero-ის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "რომას" დირექტორი მონჩი ქართველი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით ინტერესდება, ახალგაზრდა ტალანტი იმითაც გახდა ცნობილი, რომ მან ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, შემტევს ბელგიურ "გენტთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს." - ვკითხულობთ Mundodeportivo-ზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
laroma24.it: მონჩი ბელგიაში იმყოფება და გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება
sportmagazine.be: როგორ გახდა უეცრად გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი
როგორც ჩანს, აზრის გამოტანა ნათქვამიდან და ფეხბურთი ერთნაერად გესმის...