საბა ლობჟანიძემ ლამაზი გოლით "რანდერსს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის სუპერლიგის მე-19 ტურში "რანდერსმა" სტუმრად "ვენსდსისელი" 1:0 დაამარცხა და გოლი ქართველმა თავდამსხმელმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

საბამ 44-ე წუთზე თანაგუნდელისგან გადაცემა მიიღო და ერთი შეხებით ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო.

ლობჟანიძემ ამ სეზონში ქვეყნის პირველობაზე 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

"რანდერსი" 25 ქულით მე-8 ადგილზეა და 15 დეკემბერს "ვეილეს" მასპინძლობს.

altლობჟანიძემ პარუნაშვილს წითელი ბარათი მიაღებინა

altსაბა ლობჟანიძემ "ოლბორგს" გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
იმ ფონზე როცა ნაკრების ყველა ძირითადი თავდამსხმელი არ არის ფორმაში, თან ვაკოც უვარჯიშებელი იქნება გაზაფხულისთვის რადგან ამერიკაში სეზონი დასრულებულია, საბას რომ მიეცეს შანსი ფორვარდათ თამაშის არ იქნება ურიგო, ორივე ფლანგზე კარგად თამაშობს, სისწრაფე და ტექნიკაც აქვს. ჩვენ ნაკრებს გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე უფრო გამოსდის თამაში.
semi
10:56 10-12-2018
0
ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი და კვეკვესკირის ადგილია ნაკრებში და საბასი არა???
3

სიახლეები პოპულარული