ნიკა კაჭარავამ ჩემპიონატზეც გაიტანა გოლი

AutoSharing Option
"ანორთოსის" ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ისევ დაიწყო გოლების გატანა.

კვიპროსის თასზე "აკრიტასთან" შესრულებული დუბლის შემდეგ მან გოლი ჩემპიონატზეც გაიტანა.

ქვეყნის პირველობის მე-12 ტურში "დოქსასთან" მოგებულ საშინაო მატჩში (3:1) კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და გოლი 81-ე წუთზე გაიტანა. ამას გარდა, მან პენალტიც მოინადირა და საერთოდ, ძალიან აქტიური იყო.

ეს მიმდინარე პირველობაზე მისი პირველი გოლია.

ასევე სასტარტოში იყო ნიკას თანაგუნდელი ბექა მიქელთაძე და 74-ე წუთზე შეცვალეს.

"ანორთოსისი" 19 ქულით მე-6 ადგილზეა და 15 დეკემბერს "პაფოსს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ეს არი ნამდვილი კაჭარავა მოდის აზრზე ნელ ნელა და ნაკრებსაც ასეთი ჭირდება კარგ ფორმაში .
Giosvani
10 დეკემბერი 2018 00:00
5
ყოჩაღ ნიკა, მაგრად გითამაშია, წარმატებები კვიპროსში...ნაკრებში გეგმა შესრულებული გაქვს "ქუსლურით" და შეგიძლია არ ჩამოხვიდე, სანამ არ მოგვენატრები:)))
emigranti
09 დეკემბერი 2018 23:15
16
კაჭარავამ მოიგო ეს თამაში...... კარგია რომ ფორმაში შედის, გოლებიც გახსნა.... ბრავოოო კახა ... ღმერთმა ხელ-ფეხი მოგიმართოს
soso
09 დეკემბერი 2018 22:28
1
ფუუ გული მერევა ამ ანტი მეკომენტარეებისგან
ბაჩო
09 დეკემბერი 2018 21:59
4
ბრავო, მაგრად ითამაშა :) მიქელთაძე ორჯერ ცარიელ კართან დატოვა 5 მეტრში და კარის ჩარჩოში ვერ ახვედრებს ის =))))) საღოლ მართლა მაგარი თამაში ჩაატარა
Tbiliseli
09 დეკემბერი 2018 21:48
2
კარგი თამაში ჩაუტარებია, რამდენიმე საგოლე პასი გააკეთა და ვერ გაიტანეს, თვითონაც ქონდა მომენტი, პენალტიც მოინადირა, ბოლოს გოლიც გაიტანა. ჩადგება ფორმაში და ბევრ გოლს გაიტანს
ქომაგი
09 დეკემბერი 2018 21:18
2
ყოჩაღ , მამაშენი კახა ალბათ ამაყობს შენით, გადარეკავს და იქითა წლისთვისაც დაჯავშნილი გექნება ადგილი ნაკრებში, მეტი რაქნას ახლა აბა იმ კაცმა.
:))))
09 დეკემბერი 2018 20:45
29

სიახლეები პოპულარული