Marca: გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" თამაშს ზამთარში გააძლიერებს

AutoSharing Option
29 სექტემბერს "ალბასეტესთან" მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილი ხანგრძლივ რეაბილიტაციის კურსს გადის. ის კლუბს, სავარაუდოდ, 2019 წლის დასაწყისში შეუერთდება.
გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ქართველი ფეხბურთელის ტრავმას ეხმიანება და მის შესახებ სტატიას გვთავაზობს.

"გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც "სარაგოსა" ზამთარში დაიმატებს, მათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი "შენაძენიც" ექნებათ, გიორგი პაპუნაშვილი და ინიგო ექუარასი 2019 წლის დასაწყისში მოედანს დაუბრუნდებიან.

გიორგი პაპუნაშვილს "ალბასეტესთან" მიღებული კოჭის ტრავმის შემდეგ არ უთამაშია, გართულებულმა ტრავმამ აღდგენითი პროცესი შეანელა და ქართველ ფეხბურთელს მადრიდში გამგზავრება მოუწია, რათა ჰიპერბარიული პალატის საშუალებით ემკურნალა.
დღეს დილით ის ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა კვირას მისი თამაშის შანსი ძალიან მცირეა. ასევე საეჭვოა, რომ მან წლის ბოლო მატჩში "ექსტრემადურასთან" ითამაშოს. გიორგის რეაბილიტაციის პროცესის დასრულება უნდა აცადონ და 2019 წლამდე მოიცადონ.

პაპუ შარშანდელ სეზონში გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და გუნდს შეტევაში ძალიან დააკლდა, სადაც ის დიდ ხიფათს ქმნიდა და გოლებიც გაჰქონდა. მისი დაბრუნება "სარაგოსას" დინამიკურობას შესძენს და მეტი გოლის გატანასაც მოახერხებენ" - ვკითხულობთ სტატიაში.

მიმდინარე სეზონში გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსას" რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

alt"გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი" - ესპანური პრესა ქართველი ფეხბურთელის მოუშუშებელი ტრავმის შესახებ

altესპანური პრესა: გიორგი პაპუნაშვილს "სარაგოსას" ექიმებმა ვერ უშველეს, ამიტომ მკურნალობის მეთოდი იცვლება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული