გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ქართველი ფეხბურთელის ტრავმას ეხმიანება და მის შესახებ სტატიას გვთავაზობს.
"გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც "სარაგოსა" ზამთარში დაიმატებს, მათ სხვა უფრო მნიშვნელოვანი "შენაძენიც" ექნებათ, გიორგი პაპუნაშვილი და ინიგო ექუარასი 2019 წლის დასაწყისში მოედანს დაუბრუნდებიან.
გიორგი პაპუნაშვილს "ალბასეტესთან" მიღებული კოჭის ტრავმის შემდეგ არ უთამაშია, გართულებულმა ტრავმამ აღდგენითი პროცესი შეანელა და ქართველ ფეხბურთელს მადრიდში გამგზავრება მოუწია, რათა ჰიპერბარიული პალატის საშუალებით ემკურნალა.
პაპუ შარშანდელ სეზონში გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და გუნდს შეტევაში ძალიან დააკლდა, სადაც ის დიდ ხიფათს ქმნიდა და გოლებიც გაჰქონდა. მისი დაბრუნება "სარაგოსას" დინამიკურობას შესძენს და მეტი გოლის გატანასაც მოახერხებენ" - ვკითხულობთ სტატიაში.
მიმდინარე სეზონში გიორგი პაპუნაშვილმა "სარაგოსას" რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.