ვაკო გვილიას თამაში მწვრთნელს არ მოსწონს და იანვარში "ლუცერნის" დატოვება მოუწევს

AutoSharing Option
შვეიცარიული 4-4-2.com-ი და "ბლიკი" დღეს ერთხმად აცხადებენ, რომ "ლუცერნის" ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია "ლუცერნს" მალე დატოვებს.

გვილიას კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ შეიძლება გაუწყვიტონ.

მიზეზი კი ისაა, რომ ვაკო გუნდში სპორტულმა დირექტორმა რენე მაიერმა მიიყვანა, გასული სეზონის მეორე წრეში ჟერარდო სიუანის "ლუცერნში" კარგად თამაშობდა და გუნდს მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა, მაგრამ ამჟამინდელი მწვრთნელი რენე ვეილერი არ ემადლიერება და იშვიათად ათამაშებს.

ვეილერი თვლის, რომ გვილიას ბურთთან განშორება უჭირს, თანაგუნდელებს პასებს უგვიანებს და როდესაც აწვდის, გადაცემას ფეხში უკეთებს. "ლუცერნის" თავკაცი ამბობს,
რომ უყვარს ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაშიც მონაწილეობენ და დაცვაშიც და უახლოეს მომავალში ვაკოს დარი მოთამაშეების ადგილი ფეხბურთში არ იქნება.

გამოცემების მტკიცებით, გუნდში თავისი მდგომარეობით გვილიაც უკმაყოფილოა და ნავთსაყუდელის გამოცვლა სურს.

ეგაა, შრომითი ხელშეკრულების დარღვევა მთლად ასეთი მარტივი საქმე არაა და ორმხრივ შეთანხმებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს ვაკოსთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გვილია ითამაშებს, კაცია ქართველია მშრომელია და იმიტომ. ყოფას გაგიმწარებთ, თქვენნაირ დეგენერატების ადგილი ფეხბურთში არც ყოფილა და არც არასდროს იქნება.
ბიძია
00:46 14-12-2018
3
რა დაუწუნეს წინა მწვრთნელს გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა. ეხლა კი? თან გვილიას ერჩის ფეხში პასს აკეთებსო, უცნაური ლოგიკაა.
ლადო
23:56 13-12-2018
2

სიახლეები პოპულარული