ბელგიური პრესა: "გენტის" მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს პსჟ-ს და "მანჩესტერის" სკაუტები დააკვირდნენ

AutoSharing Option
ბელგიური Voetbalprimeur.be-ის ინფორმაციით, "გენტისა" და "შარლერუას" მატჩს, რომელიც ქართველების გუნდმა 2:0 დათმო, პსჟ-ს და "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები ესწრებოდნენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული ტოპ-კლუბების სიაში აღნიშნულ თამაშში ორი მოთამაშე - ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე და "შარლერუას" 19 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი არიან.

ბელგიური პრესა აღნიშნავს, რომ გარდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პსჟ-ის გარდა მატჩს "ლევერკუზენისა" და "ფიორენტინას" სკაუტებიც ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "ბარსელონა", "რომა", "ტოტენჰემი", "დორტმუნდი"
და სხვა კლუბები ინტერესდებიან, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა "გენტის" რიგებში ყველა ტურნირზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"გენტი" "შარლერუასთან" დამარცხდა - ჩაკვეტაძემ ჩვეულ დონეზე ისევ ვერ იასპარეზა

alt"მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ "ბარსელონა" მაკვირდებოდა, ეს არ გამიკეთებია" - ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძესა და მის მშობლებთან

alt"თუ ასე გაგრძელდა, TOP კლუბში ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ"

მკითხველის კომენტარები / 10 /
ტოპკლუბი არა მაგრამ საფეხბურთო ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშია საჭირო,გენტში რა უნდა.
ტოპკლუბი არა მაგრამ საფეხბურთო ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშია საჭირო,გენტში რა უნდა.
18:13 20-12-2018
0
რაც ამ სკაუტებმა დაიწყეს გიოზე დაკვირვება, ბიჭს თამაში აღარ მიუდის. მგონი გიოს ჯერ არ უნდა წასვლა და შეგნებულად მოუკლო თამაშს, რადგან იცის რომ გრანდში დრო არ ექნება, ხოლო თუ გრანდი კაი ფულს გადაიხდის გენტი გაყიდის და მას არაფერს არ ჰკითხავენ. ასე მგონია მე.
ლევანი
00:59 19-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული