ბელგიური პრესა: "გენტის" მატჩში გიორგი ჩაკვეტაძეს პსჟ-ს და "მანჩესტერის" სკაუტები დააკვირდნენ

AutoSharing Option
ბელგიური Voetbalprimeur.be-ის ინფორმაციით, "გენტისა" და "შარლერუას" მატჩს, რომელიც ქართველების გუნდმა 2:0 დათმო, პსჟ-ს და "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები ესწრებოდნენ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული ტოპ-კლუბების სიაში აღნიშნულ თამაშში ორი მოთამაშე - ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე და "შარლერუას" 19 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი არიან.

ბელგიური პრესა აღნიშნავს, რომ გარდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პსჟ-ის გარდა მატჩს "ლევერკუზენისა" და "ფიორენტინას" სკაუტებიც ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "ბარსელონა", "რომა", "ტოტენჰემი", "დორტმუნდი"
და სხვა კლუბები ინტერესდებიან, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა "გენტის" რიგებში ყველა ტურნირზე 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt"გენტი" "შარლერუასთან" დამარცხდა - ჩაკვეტაძემ ჩვეულ დონეზე ისევ ვერ იასპარეზა

alt"მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ "ბარსელონა" მაკვირდებოდა, ეს არ გამიკეთებია" - ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძესა და მის მშობლებთან

alt"თუ ასე გაგრძელდა, TOP კლუბში ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ"

მკითხველის კომენტარები / 10 /
ტოპკლუბი არა მაგრამ საფეხბურთო ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშია საჭირო,გენტში რა უნდა.
ტოპკლუბი არა მაგრამ საფეხბურთო ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშია საჭირო,გენტში რა უნდა.
20 დეკემბერი 2018 18:13
0
რაც ამ სკაუტებმა დაიწყეს გიოზე დაკვირვება, ბიჭს თამაში აღარ მიუდის. მგონი გიოს ჯერ არ უნდა წასვლა და შეგნებულად მოუკლო თამაშს, რადგან იცის რომ გრანდში დრო არ ექნება, ხოლო თუ გრანდი კაი ფულს გადაიხდის გენტი გაყიდის და მას არაფერს არ ჰკითხავენ. ასე მგონია მე.
ლევანი
19 დეკემბერი 2018 00:59
0
სკაუტები ესწრებოდნენ და გიორგის თამაში მოგვეწონაო?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
17 დეკემბერი 2018 11:40
0
მე შთაბეჭდილება მრჩება რომ სპორტულ ჟურნალისტებს არ აქვთ თემები საწერად განომდინარე ჩვენი ფეხბურთელების სწდეგებიდან და რაიმე ხომ უნდა დაწერინ რომ საქმე აკეთონ. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი ასეთი ინფორმაციის წერას
საწერი არაფერია
16 დეკემბერი 2018 22:58
2
იქნებ ცოტა ხანი არ შეეხოთ ამ თემას. ამაზე არ გიფიქრიათ? აცადეთ ცოტა ამ ბიჭს და დრო თავისით მოიტანს ყველაფერს.
თემო
16 დეკემბერი 2018 20:09
1
ცოტა ხანი ნუ დაწერეთ ამ ბიჭზე ამდენ წვრილმანს, აცადეთ რა!!! თუ გოლი გაიტანა , ან თავი გამოიჩინა კი ბატონო , მაგრამ ვიღაცამ სტადიონზე ფეხბურთს უყურა , გააანებეთ რა თავი ამ ჭორაობას, თუ გადავა ხო ვნახავთ ისედაც ყველა, არააა საჭირო ამდენი , ყოველდღე, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბების წერა, ჯერ მართლა არაფერს მიუხწევია , პატარაა რაცარუნდა იყოს, დაააააააცადეთ!!!!!! აცადეთ ბატონო!!! აცადეთ!!
Vasili
16 დეკემბერი 2018 19:36
1
აცალეთ ამ ბიჭს ,თორემ ისე გააფუჭებთ-აუგდებთ თავში, როგორც ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა გააფუჭეთ , თუ მოეწონება რომელიმე გრანდ ლიგას, მაგრად გაგვიხარდება და მანამ დაანებეთ თავი !
გლახუნა
16 დეკემბერი 2018 19:28
0
ზამთარში გაშვება ნებისმიერ გუნდში ჩემი აზრით იქნებაშეცდომა ჯობია ჩაამთავროს სეზონი გენტში და მერე იფიქრონ გაშვებაზე.პს რა აზრი აქვს ისეთ გუნდშ წასვლას სადაც ძირითადში ვერ მოხვდება??
გიორგი
16 დეკემბერი 2018 18:26
1
უუჰ გადაირეოდნენ სკაუტები. ეს ის მატჩი იყო რომელსაც არცერთი სკაუტი არ უნდა დასწრებოდა.
სიმართლე
16 დეკემბერი 2018 18:21
1
გეყოთ რა! ვერ ხვდებით, რომ რაც უფრო მეტს წერთ, მით უფრო უარესად დამაშობს ბიჭი. რა გგონიათ განცდები არა აქვს, თუ თვითონ არ ფიქრობს ამ საკითხებზე? წარმოგიდგენიათ რა ხდება ეხლა მის თავში? ჰოდა ნუ გავუფუჭებთ საქმეს.
emigranti
16 დეკემბერი 2018 17:51
1

სიახლეები პოპულარული