ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" "ადმირა" 3:0 გაანადგურა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 92-ე წუთზე შეცვალეს. 18 ტურის შემდეგ გრაცელები მეექვსე ადგილზე არიან.
ბელგია
ქართველების "გენტი " "შარლერუას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა. 19 ტურის შემდეგ "გენტი" მერვე ადგილზეა.
კვიპროსი
ნიკა კაჭარავასა და ბექა მიქელთაძის
დანია
ლაშა პარუნაშვილის "ეისბერგმა" "ნორდსიელენდი" 3:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად იასპარეზა. 20 ტურის შემდეგ მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა.
საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" შინ "ვეილს" 2:0 სძლია. ჩვენებური შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი სუპერლიგაში მეექვსე ადგილზეა.
უნგრეთი
მურთაზ დაუშვილის "ჰალადასი" "დებრეცენს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ქართველი საყრდენი ძირითად შემადგენლობაში იყო, 23-ე წუთზე ყვითელი მიიღო, მეორე ტაიმში კი სათადარიგოდ გადაინაცვლა. დაუშვილის გუნდი 18 ტურის შემდეგ ბოლო, მე-12 ადგილზეა.
ბაჩანა არაბულის "პუშკაშის აკადემიამ" "მეზოკოვესდს" 2:0 სძლია. არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის მიწურულს შეცვალეს. აკადემიელები მეცხრე ადგილზე არიან.
გიორგი ბერიძის ''უიპეშტი" ''ჰონვედს" ესტუმრა და 2:2 ეთამაშა. ბერიძემ მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა. ეს რიგით მეოთხე გოლია მადიარების პირველობაზე. ქართველი 87-ე წუთზე შეცვალეს. ბერიძის გუნდი მეხუთე ადგილზეა.
პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონა" "სლასკს" 1:1 დაუზავდა. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო. 19 ტურის შემდეგ კელცელები მეექვსე ადგილზე არიან.
გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ვისლასთან" 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 48-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ეს მისი მეხუთე გოლია ექსტრაკლასაში. პლოცკელები მეთორმეტე ადგილზე არიან.
ლუკა ზარანდიას "არკა" "გორნიკს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ჩვენებურმა შემტევმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. გდინიელები მეცხრე ადგილზე არიან.
პორტუგალია
მორიგი მარცხი განიცადა ავთო ებრალიძის "ჩავესმა", რომელიც შინ "მორეირენსესთან" 1:2 დამარცხდა. ებრალიძე სათადარიგო იყო. მისი გუნდი 13 ტურის შემდეგ ბოლო, მე-18 ადგილზეა.
ესპანეთი
სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას "ლუგო" "ალმერიას" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველი საყრდენი სათადარიგო იყო. 18 ტურის შემდეგ აბურჯანიას გუნდი მე-14 ადგილზეა.
შვეიცარია
ქართველების "ლუცერნმა " "სენტ გალენი" 2:1 დაამარცხა. ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა, ვაკო გვილია სათადარიგო იყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. 18 ტურის შემდეგ ლუცერნელები მეხუთე ადგილზე არიან.