"ის ერთ-ერთ საუკეთესო იყო" - ლაშა პარუნაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდშია

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის გასულ ტურში "ეისბერგმა", რომელშიც 25 წლის ლაშა პარუნაშვილი თამაშობს, საკუთარ მოედანზე "ნორდშლენდი" 3:0 გაანადგურა.

ქართველი ნახევარმცველი მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა.

დანიურმა tipsbladet.dk-მა ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა და მასში ქართველი ნახევარმცველიც შეიყვანა, აი რას წერს გამოცემა მის შესახებ:

"ის, რომ "ეისბერგი" მე-4 ადგილზეა, ამაში ლაშას დიდი წვლილი მიუძღვის, კვირას "ნორდშლენდთან" მოგებულ მატჩშიც ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო"

მიმდინარე სუპერლიგაში 25 წლის ნახევარმცველმა 18 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

altლაშა პარუნაშვილმა

დანიის ჩემპიონატში გაიტანა [VIDEO]

altლაშა პარუნაშვილი "ესბერგის" სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
დანიის ლიგა ყაზახეთზე ნაკლები სულაც არაა, ასე რომ ამ ბიჭიბის გამოძახება აუცილებელია. პარუნაშვილი და ლობჟანიძე კიდევ მოუმატებენ, იმედია.
მერაბი
11:03 20-12-2018
0
აკამდეც იმსახურებდა ეს ფეხბურტელი გამოძახებას და რატომ არ იძახებს ვერ გამიგია, ამასტან ერტად საბა ლობჯანიძეც სანახავია, ორივე მაგრად ტამაშობს დანიაში.
diego
01:24 20-12-2018
0

სიახლეები პოპულარული