ჩაკვეტაძე "სერკლ ბრიუგესთან" მატჩის განაცხადშია, ქვილითაია - არა

AutoSharing Option
ბელგიის თასის 1/4 ფინალში "სენტ ტრუიდენთან" მატჩში "გენტის" ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის მიერ მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

მან შეხვედრის 74-ე წუთზე მცირე ტრავმა მიიღო და შეცვლა თავად ითხოვა.

ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და "სერკლ ბრიუგესთან" მატჩის განაცხადშია შეყვანილი.

რაც შეეხება თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას, ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როგორც გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, წელს არ ათამაშებს.

"გენტი" "სერკლ ბრიუგეს" ბელგიის ჩემპიონატის მე-20 ტურში 21 დეკემბერს უმასპინძლებს.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ჭკვიანები არიან! აბა რუსები მეორე დღესვე გაუშვებდნენ სტანოკზე! ესენი ელოდებიან რო კარგად მორჩეს.. გაუმარჯოთ ღმერთმა!
ქუთაისელი
21:37 20-12-2018
3
ჩაკვეტაძე განაცხადშია, ჩაკვეტაძეს მატჩის წინ კარგად ეძინა, ჩაკვეტაძემ თამაშამდე ორჯერ გაიღიმა, ჩაკვეტაძე... დავიღალეთ. რატომ გვაჯავრებთ ამ კარგ ფეხბურთელზე სტატიების კითხვას, რას ერჩით ან მას და ან ჩვენ?
დავიღალეთ
10:17 21-12-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული