"გენტის" მწვრთნელი: ქვილითაიას უნდოდა ეჩვენებინა, რომ მენტალურად მზადაა, მაგრამ ავუხსენი, რომ...

AutoSharing Option
"სერკლ ბრიუგესთან" მატჩის განაცხადში გიორგი ქვილითაიას არყოფნის შესახებ, "გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა განმარტება გააკეთა.

დანიელი სპეციალისტის თქმით, ქართველ ფეხბურთელს სამი თვეა არ უთამაშია, ამიტომ ფიზიკური ასპექტი გამო, მისი თამაში არ გარისკა.

"გიორგის ვესაუბრე, მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ მენტალურად მზადაა, მაგრამ პრობლემა ფიზიკური ასპექტია, მას ხომ სამი თვეა არ უთამაშია, ავუხსენი, რომ ჯერ შესაბამის კონდიციებში არ არის, მომავალ კვირას "გენკთან" გასამართი მატჩში წესით ვიხილავთ." - განაცხადა იეს ტორუპმა.

გიორგი ქვილითაიამ ტრავმა საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე მიიღო, მან კოჭი მოიტეხა და აღდგენითი
პროცესი სამი თვე გაგრძელდა.

altჩაკვეტაძე "სერკლ ბრიუგესთან" მატჩის განაცხადშია, ქვილითაია - არა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ ეგ ტრამვა რომ არ მიეღო იარემჩუკს სამუდამოდ სკამზე დასვამდა, მაგრამ როგორც კი მომჯობინდება იმ უნიჭო იარემჩუკს ისევ დასვამს სკამზე
რეალობა
15:35 21-12-2018
1
რუსეთში ეგრევე ათამაშებდნენ, ევროპაში მაღალი დონეა იციან ფეხბურთელის ფასი
irakli
13:59 21-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული