გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებზე: როცა კონკრეტულად იქნება საუბარი...

AutoSharing Option
18 წლის გიორგი წიტაიშვილს რამდენიმე დღის წინ კიევის "დინამოს" რიგებში ევროპა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა, ახალგაზრდა  თავდამსხმელი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის კლიმენტი წიტაიშვილის შვილია.

გიორგიმ რამდენიმე კვირის წინ კიევის "დინამოსთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, არადა იწერებოდა, რომ მისით სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებული, ის უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების წევრიცაა.

ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელს კიევში დავუკავშირდით და სხვადასხვა თემებზე ვესაუბრეთ, მათ შორის საქართველოს ნაკრებზეც.

- ერთი თვის წინ "დინამოსთან" 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერე ხელი, სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები იყო?
- 3-4 კლუბიდან შემოთავაზება იყო,
მაგრამ მე არავისთან მისაუბრია, რადგან ვიცოდი, რომ "დინამოში" დავრჩებოდი, ამიტომ კონტაქტზე არავისთან გავსულვარ, მაგრამ რომელ კლუბებზეა საუბარი, ამის თქმა არ მსურს.

- კიევის "დინამოს" ძირითად გუნდში რამდენიმე მატჩი ჩაატარე, დებიუტი გქონდა ევროპა ლიგაზეც, რა არის შენი მთავარი მიზანი ამ სეზონში?
- მე ყოველთვის ერთი მიზანი მქონდა, სადაც არ უნდა ვიყო, 19-წლამდელთა გუნდში, დუბლებში თუ პირველ გუნდში, მთავარია რომ ლიდერი გავხდე. 19-წლამდელთა გუნდში ლიდერი სამ თვეში გავხდი, დაახლოებით იგივე მოხდა დუბლებშიც, ახლა კი ჩემი მიზანია პირველ გუნდის ლიდერი გავხდე და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

- და ზოგადად კარიერაში რა მიზანი გაქვს?
- მთავარია, გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და ტოპ-კლუბში ვითამაშო, ისე კი "ბარსელონას" და მესის გულშემატკივარი ვარ.

- კიევში როგორ აღმოჩნდი, რა გზა გაიარე "დინამოს" აკადემიამდე?
- მამაჩემი "ანორთოსისში" თამაშობდა და თავიდან მეც ამ კლუბის აკადემიაში ვიყავი, შემდეგ თემურ ქეცბაიამ და გიორგი ქინქლაძემ მამაჩემს ურჩიეს, რომ კიევის "დინამოს" აკადემიაში მივეყვანე, რომ ფიზიკურად და მენტალურად გავზრდილიყავი, მივედი სინჯებზე და ამიყვანეს.

- გიორგი, შენ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრი ხარ, საქართველოს ნაკრებში სურვილი გაქვს?
- საქართველოს ნაკრებში თამაში ბავშვობიდან მინდოდა, მეტსაც გეტყვით, ეს ჩემი მიზანია, როცა კონკრეტულად იქნება საუბარი, შემდეგ გადავწყვეტ, რა იქნება ჩემთვის უკეთესი.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არ დაგკავშირებიან?
- არა, მხოლოდ მამაჩემთან ჰქონდათ საუბარი, ჩემთან და "დინამოსთან" არავის უსაუბრია, ჩემი მიზანი მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია, ახალგაზრდულში თამაშის სურვილი არ მაქვს.

-ანუ, თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახებენ, დათანხმდები?
- მე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად მზად ვარ ეროვნული გუნდისთვის, ამიტომ თუ ჩემით დაინტერესდებიან, დავფიქრდები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწვეტილებას.

- საქართველოს ნაკრების ასპარეზობას თუ ადევნებ თვალს?
- კი, სულ ვუყურებ და მიხარია, რომ კარგ შედეგს აჩვენებენ, მათი თამაშის ხარისხიც მომწონს.

- ძველი წლების მსგავსად, უკრაინაში ბევრი ქართველი ლეგიონერი აღარ არის, მანდ მყოფ ქართველ ფეხბურთელებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
- ლუკა ლოჩოშვილთან, დავით ფარცვანიასთან და ლუკა კობერიძესთან ვარ ახლოს, ახლა აღარ არის ბევრი ქართველი, აქ თუ მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობ და პროფესიონალი ხარ, ყველგან ითამაშებ. ბევრი რამისგან თავი უნდა შეიკავო, ბევრს ამის პრობლემა ჰქონდა და ამის გამო ვერ ითამაშეს, ამიტომ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქრო.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ? რითი ერთობი?
- ვვარჯიშობ, როცა თავისუფალი ვარ, კინოში დავდივარ ხოლმე, ან ოჯახთან ერთად ვატარებ დროს, კიევში ბევრი ნათესავი მყავს და მათ ვსტუმრობ, ზოგჯერ კი ქართულ რესტორანში დავდივარ, რომ ქართული სამზარეულოს გემო არ დამავიწყდეს.

- საქართველოში არ ჩამოდიხარ ხოლმე?
- 3-4 წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, ორი კვირის წინ კი რამდენიმე დღით ჩამოვედი, ვინახულე ყველა და დავბრუნდი, სულ ვვარჯიშობ, შეკრებისთვის ვემზადები და ბევრი დრო არ მაქვს, რომ საქართველოს ხშირად ვესტუმრო.

altევროტურნირებზე წიტაიშვილის დებიუტი შედგა - ის უკრაინული თუ ქართული ფეხბურთის იმედია?

altწიტაიშვილი: აქ გავიზარდე და კიევის "დინამო" ჩემთვის ყველაფერია

altგიორგი წიტაიშვილი უკრაინის საუკეთესო ტალანტების გამოკითხვაში მეოთხე ადგილზე გავიდა

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს ბიჭი სულით ხორცამდე ქართველია, ქართული ოჯახის შვილია ,მაგრამ უმრავლესობა ქართველი ფეხბურთელებისაგან ის განასხვავებს რომ ფეხბურთით იღვიძებს და იძინებს ,ვარჯიშობს ისე როგორც დიადი პროფესიონალი და მთელი მისი გონებით მობილიზებულია რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს,უპატიოსნესი და უწესიერესი ბიჭია ,იმის მაგივრად რომ აკრიტიკოთ ,რითაც შეიძლება უნდა გავამხნევოთ ,სხვა მეტი თუ ვერაფრით ვეხმარებით ,მისმა ოჯახმა ძალიან დიდ პრობლემებს და სირთულეებს გაუძლო რომ მას მიზნის მიღწევაში დახმარებოდა ,თან ყველამ კარგად იცით რამხელა ქვედა დინებებია ფერბურთის სამყაროში ,ასე მარტივად არაა არაფერი , არცერთ ასაკობრივ გუნდში არ დაუპატიჟებია საქართველოს ნაკრებს და არც ეროვნული ეპატიჟება ,ასე რომ რა თქვას და რა იფიქროს ამ ბიჭმა?? როცა მის ოჯახს უჭირდა არავინ იყო დამხმარე ,კიევმა გაუმაგრა ზურგი და მაგათ სჯერა მისი წარმატების ,მე მაგალითად ერთი კაცი რომ ვარ მირჩევნია მან სუპერ ფეხბურთი ითამაშოს ბარსაში და ნაკრები უკრინაში, ვიდრე რომელიმე მეორე დივიზიონის სკამზე იჯდეს და საქართველოს ნაკრებში იყოს ,წარმატებები გიო ,წმინდა გიორგი იყოს შენი მფარველი
paladin
22:39 24-12-2018
1
Umetesoba akritikebs. Cudi araferi utqvia carmoidginet aba tqveni tavi amis adgilas federaciisgan aranairi shetavazebarac cudia da mere gvian iqneba rogorc im mekaris paspirtis saqme ver moafvares jer kidev celi gavida da isev ar aris mogvarebuli. Mizani aris nakrebshi tamashi da ara ocneba mizandasaxuli mizabs niafcevs da ocneba ocnebad rcheba. Sul varjishobo tavisufal drosaco da magaze aravis sheuqia rac qartvel fexburtelebs akliat mxolod varjishebis dros sizarmacit varjishoben umetesoba.. lideroba rom unda eg kargia da magashi cudi ra aris ambiciuri tua yvela fexburtels unda lideroba dedamicaze vinc fexburts tamashobs carmatebebi. Droulad daicyet am bichis sabutebze mushaoba tu ar gvinda da bevri gvyavs tavdamsxmelebi konkurentunariani fexburtelebi erti qvilitaia da morcha vinc progresirebs
Emigranti
16:50 24-12-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული