"ჯანო დარჩა იმედის მომცემ ფეხბურთელად" - რა მოხდება ანანიძის ვარიანტში?

AutoSharing Option
21 დეკემბერს Sport Inside-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძესა და გუნდის კიდევ 3 ფეხბურთელს კლუბისგან უწყება მიუვიდა, რომ სათამაშოდ სხვა გუნდი უნდა მოძებნონ და "სპარტაკი" დატოვონ.

ჩვენ რა თქმა უნდა მხოლოდ ქართველი ფეხბურთელის ბედი გვადარდებს. რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანამხად ისე ჩანს, რომ ეს ამბავი უფრო სიმართლეს ჰგავს, ვიდრე ჭორს.

"სპორტ-ექსპრესის" მიმომხილველი ამ ფეხბურთელების შესახებ წერს და ამბობს, რომ უწყების გარდა ანანიძეს პირადად დაურეკეს და ამის შესახებ ისე ამცნეს.

ჯერ ვებგვერდის ავტორს ქართველი ფეხბურთელის მონაცემები მოჰყავს,
სადაც მისი კონტრაქტი, ხელფასი და ტრანსფერის ღირებულება წერია. ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჯანოს წლიური გასამრჯელო 2 მლნ ევროა.

Sportall.Ge

ახლა კი მოსაზრება, რომელიც თავად ჯანოს ეხება:

"ქართველ ჰავბეკს, ჩვენი ინფორმაციით, კლუბიდან პირადად დაურეკეს (შესაძლოა ეს სპორტული დირექტორი სერგეი როდიონოვი იყო) და ჯანო საუბრის შედეგით საკმაოდ დამწუხრებული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში ნახევარმცველმა "სპარტაკის" შემადგენლობაში მხოლოდ 43 წუთი ითამაშა 3 ოფიციალურ მატჩში, ის ნამდვილად არ ელოდა ასეთ სცენარს.

ასეთი ხელფასისა და კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის დასაქმება რთული იქნება. მეორეს მხრივ სათადარიგოთა სკამზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ყოლა, რომელსაც იმედის მომცემი ფეხბურთელობიდან სტაბილურად ძირითადის კატეგორიაში გადასვლა არ შეუძლია, ძალიან დიდი ფუფუნებაა. წითელ-თეთრებს საკმაოდ რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუწევთ", - წერია სტატიაში.

ამასთან ერთდ რუსულ პრესაში ვრცელდება წამსვლელთა სიაში მყოფი ფეხბურთელი სალვატორე ბოკეტის აგენტის ანდრეა დ'ამიკოს თქმით Sport Inside-ს გავრცელებული ინფორმაცია სინმადვილეს არ შეესაბამება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
“იანვარში ანანიძით 2 ესპანური კლუბი იყო დაინტერესებული მაგრამ ჩვენ ის არ გავუშვით, ჯანო ჩვენი “პატარა პირლოა” რომელიც მოსკოვის სპარტაკს ალამაზებს.”

- მასიმო კარერა, 2018 წელი.

თურმე სულ ჯანოს ბრალია ყველაფერი -
23 დეკემბერი 2018 23:45
0
“იანვარში ანანიძით 2 ესპანური კლუბი იყო დაინტერესებული მაგრამ ჩვენ ის გავუშვით, ჯანო ჩვენი “პატარა პირლოა” რომელიც მოსკოვის სპარტაკს ალამაზებს.”

- მასიმო კარერა, 2018 წელი.

თურმე სულ ჯანოს ბრალია ყველაფერი ...
23 დეკემბერი 2018 23:44
0
ეს ამბავი უფრო წაადგება მის კარიერას, იმედია რუსეთში არ დარჩება და ევროპაში წავა, მარტო ფული არ იქნება პრიორიტეტი ...
მე
22 დეკემბერი 2018 22:32
3
ასე ნახევარფაბრიკატად დარჩება ეს ბიჭი სულ. ვერ დაკაცდა.
Status quo
22 დეკემბერი 2018 22:02
10
ვინ ვერ დაკცდა მაგას დაინახავ მალე.
ჰმ.
23 დეკემბერი 2018 23:12
0
“გაუგებარია რატომ არ ათამაშებენ “სპარტაკში” ჯანო ანანიძეს, ის გენიალური მოთამაშეა.” - ვლადიმირ ვაისი


ვლადიმირ ვაისი.
22 დეკემბერი 2018 21:26
1
ვერ გავიგე რას მოთქვავს ჩვენი გულშემატკივარი, 11 წელია სპარტაკშია და გადამბულად ორი სეზონი ვერ ითამაშა გუნდში, ხელფასს უხდიდნენ და კიდე გასვლის 2 მილიონს აძლევენ...26 წლის ბიჭია და პატარა ბავშვის დონეზე აქვს კუნთოვანი მასა გამვითარებული. ხო ხედავთ თანამედროვე ფეხბურთში რა დონეზე არიან სპორტსმენები ფიზიკურად განვითარებული, შეადარეთ ეხლა ჯანო და ოქრიაშვილი! არ იუშავეს საკუთარ თავზე და გამოუშვეს (ოქრიმ კიდე რაღაცეებიც დაამატა).ძაან კი მრპარრბა ეჭვი, მაგრამ ნეტა რამე წესიერი გუნდები გამოუჩნდებოდეთ. ჩვენი სუბიექტური ვაშა პატრიოტიზმით ჩვენი წვილიცაა ქართველი სპორტსმენების წარუმატებლობაში!
პაატა
22 დეკემბერი 2018 18:42
2
ერთო ნორმალურო, შენი აზრით 2 მილიონს იმიტო უხდიდნენ რომ არ რთამაშებინათ?! ვერ ივარგა უბრალოდ, სიზარმაცემ და ქართულმა ხასიათმა სძლია, რონ შეხედავ ბავშვია, რა ეტყობა ამას ნავარჯიშების
Saba
24 დეკემბერი 2018 05:27
1
რაოო, თურმე გადაბმულად 2 სეზონი ვერ ითამაშა, კარგით რა თუ ძმა ხარ... ვერ ითამაშა კი არა არ ათამაშეს. კარგი, როსტოვში რომ გაიბრწყინა და თასი მოიგო მაგას როგორ ახსნით? თავი ხომ არ აგატკიეთ გრუზინ “პროფესორებს”, გახსოვდათ საერთოდ ეგეც საკითხავია. იმიტომ რომ იქ ათამაშეს ძმაო, სპარტაკში კი ნაგლად არ ათამაშებენ და თქვენ იმის მაგივრად რომ სპარტაკს სთხოვდეთ პასუხს რატომ არ ათამაშებს დგახართ და ვირულად ჯანოს ამტყუნებთ ისევ. ოღონდ რამე იბაზროთ და იბლატაოთ, ეგეთი მენტალიტეტი რომ გაქვთ მაგიტომ გაქვთ აწყობილი ყველაფერში.
ერთი ნორმალური ხო უნდა იყოს.
22 დეკემბერი 2018 21:24
12
წადი სადმე ნორმალურ ჩემპიონატში მაქ ტრამვები გაქ სულ ქვეყანა შეიცვალე
irakli
22 დეკემბერი 2018 18:24
4
სპარტაკის სკამი გააპრიალა. ჯდომით
დინამო
22 დეკემბერი 2018 18:11
9
2 მილიონი სათადარიგო ფეხბურთელს?!....კიდე დიდხანს გაუჩერებიათ!
ქუთაისი
22 დეკემბერი 2018 15:18
5
მაიცა მაიცა!
2 მილიონს უხდიან სკამის მხეხავ ფეხბურთელს ?
რაღაც არ მგონია მართალი იყოს )
ika
22 დეკემბერი 2018 15:13
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული