ჯანო ანანიძეს "სპარტაკის" დატოვების უწყება გაუგზავნეს

AutoSharing Option
Sport Inside-ს ცნობით, ქართველ ნნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკის" დატოვება მოუწევს.

"სპარტაკმა" ოთხ ფეხბურთელს და მათ აგენტებს უწყება (уведомления) გაუგზავნა, რათა უახლოეს სატრანსფერო ფანჯრისას ახალი გუნდის ძიება დაიწყონ. ადრესატები - ბოკეტი, სამედოვი, პოპოვი და ანანიძე", - წერს Sport Inside.

ჯანოს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და მას ცალმხრივად მხოლოდ კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში თუ გაუწყვეტენ. ხელშეკრულების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით კი ეს თანხა სერიოზული იქნება.

თუმცა, კლუბის საიტზე ეს ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ანანიძე "სპარტაკში" 2007 წლი
დან ასპარეზობს (თუ ასპარეზობდა) და მხოლოდ ერთხელ იქნა "როსტოვში" განათხოვრებული.

altეგორ ტიტოვი: ტრავმების და მწვრთნელის უნდობლობის გამო ჯანო ანანიძემ მაქსიმუმი ვერ აჩვენა

altანანიძეს "ვილიარეალის" ფეხბურთელმა კინაღამ ფეხი მოსტეხა და ჯიქია გამოექომაგა [VIDEO]

altანანიძემ "სპარტაკში" ჩემპიონატზე 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

alt"სპარტაკის" ახალი მწვრთნელი ანანიძეზე: ბევრის პრობლემა ისაა, რომ არ ესმით, რატომ არ თამაშობენ

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჩვენ ძაან გვიყვარს ფეხბურთელების ქება დიდება როცა არაფერი დაუმტკიცებიათ ჯერ, კიდევ ერთი დაკარგული ტალანტი რომელმაც ბევრი წელი შეალია სპარტაკს, ჩემი აზრით ჯობდა ადრევე წასულიყო სხვა გუნდში სადაც მიეცემდა თავის გამოჩენის საშუალება და თამაშები!!!
ლაშა
15:12 24-12-2018
0
ფედერერი ჩოგბურთელობას ასწავლის.
დარი
13:50 22-12-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული