as: სწრაფფეხება პაპუმ მატჩის ბედი გადაწყვიტა - ვიქტორ ფერნანდესი მას მაღალი დონის ფეხბურთელად გაზრდის

AutoSharing Option
სეგუნდა დივიზიონის 19-ე ტურში "სარაგოსას" მიერ "ესტრემადურას" დამარცხებას (2:1) და ქართველი ლეგიონერის გიორგი პაპუნაშვილის გამარჯვების გოლის გატანას as-ი გამოეხმაურა.

"საფინალო სასტვენამდე 25 წუთით ადრე შეცვლაზე პაპუ შევიდა, რომელსაც კოჭ-წვივის ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. ქართველი კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელსაც ვიქტორ ფერნანდესი მაღალი კლასის ფეხბურთელად გაზრდის. სწრაფფეხება პაპუმ თამაში ბურთთან ორი შეხებით მოიგო.

"სარაგოსაში" მწვავედ იდგა მწვრთნელის პრობლემა და ის უკვე გადაწყდა. ჯერ კიდევ დიდი ბრძოლა მოუწევს ამ გუნდს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, მაგრამ უკვე საიმედო ხელშია. ჭკვიანი
და მამაცი სპეციალისტის ხელშია. მას მკვეთრი იდეები გააჩნია".

მატჩის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ შეხვედრას 34 596-იან "რომარედაზე" 23 222 გულშემატკივარი დაესწრო და მათი აქტიური მხარდაჭერა "სარაგოსას" ესოდენ საჭირო 3 ქულის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა.

კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ გიორგის დაბრუნება დროის საკითხი იყო, დაბრუნდა, ულამაზესი გოლი გაიტანა და აღაფრთოვანა პუბლიკა და მწვრთნელი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ გიორგი ტრიუმფით დაბრუნებას და შემდგომ დიდ წარმატებებს გისურვებ.
გიზოგ
14:21 23-12-2018
0
წარმატებები პაპუს ნაკრებს სჭირდები
irakli
12:09 23-12-2018
0

სიახლეები პოპულარული