როგორც 25 წლის შემტევი ამბობს, ის კლუბთან კონტრაქტს 6 თვით, სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
ჩვენ აკაკი ფარჯიკიას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- თქვენ საქართველოს რეგიონულ ლიგაში თამაშობდით, როგორ გამოჩნდა "შვარცის" ვარიანტი?
- ჩემმა ცოლის ძმამ დამპატიჟა ავსტრიაში დასასვენებლად, ბუცები მაინც წავიღე, ვიფიქრე იქაური ქალაქის გუნდში ბედს მოვსინჯავ-მეთქი, მივედი და მწვრთნელს შემახვედრეს, მწვრთნელმა მითხრა - ვარჯიშზე გნახავო. მივედი და მოეწონა ჩემი
- რამდენხნიან კონტრაქტს აფორმებთ?
- 6-თვიანს, მეორე წრეს ვითამაშებ და შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ვნახოთ, მეორე წრე როგორ მორჩება. იქ სეზონის ბოლოს, სხდებიან პრეზიდენტები და ფებურთელებს სტატისტიკის მიხედვით აფასებენ, ამის მიხედვით უფრო მაღალ ლიგებში მიჰყავთ.
- როგორი სათამაშო და ფინანსური პირობებია?
- სათამაშოდ იდეალური პირობებია, ფინანსურადაც საკმაოდ კარგი. კლუბი ამ 6 თვის განმავლობაში ბინით უზრუნველყოფს ფეხბურთელს. ვნახოთ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის "ოდიშს" გვერდში დგომისთვის და მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ლიგაში.