28 დეკემბერს, პორტუგალიის ლიგის თასზე B ჯგუფში, მე-3 ტურში, "ნასიონალი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ტონდელასთან".
ტრავმის გამო კარგა ხნის უთამაშებელი გიორგი არაბიძე მწვრთნელმა კოშტინიამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, შეუცვლელად ათამაშა და მან მე-20 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ეს პორტუგალიურ კარიერაში არაბიძის მიერ ოფიციალურ მატჩში გატანილი პირველი გოლია. თუმცა, მისმა გუნდმა 85-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვა და დამარცხდა.
"ნასიონალი" ოთხგუნდიან ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზეა.
"ნასიონალი" ჩემპიონატზე 2 იანვარს გიმარაეშის "ვიტორიას" მასპინძლობს და იმედია გიორგის თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი შეიძლება "დესნაში" გადავიდეს, მაგრამ sportall.ge-სთან ინტერვიუში ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.