ვაკო გვილია კარიერას "ტობოლში" ან შერიფში" გააგრძელებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ შეიძლება ნაახალწლევს გუნდი გამოიცვალოს.

ყაზახური prosports-ი ირწმუნება, რომ მისი სამსახურით კოსტანაის "ტობოლი" და ტირასპოლის "შერიფი" არიან დაინტერესებულნი.

გამოცემის მტკიცებით, ვაკოს "ლუცერნის დატოვება" არ უნდა.

"ლუცერნის" მწვრთნელი რენე ვეილერი გვილიას არ ათამაშებს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში მისი დარი მოთამაშეების ადგილი ფეხბურთში არ იქნება.

"ტობოლის" ღირსებას ქართველი ლეგიონერები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი იცავენ, ხოლო "შერიფში" ახლახან გორის "დილადან" თავდამსხმელი ლეანდრო რიბეირო გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყაზახეთის ჩემპიონატი რომ სანატრელ გაგიხდება რა კლასზეა საუბარი
Ссс
13:32 30-12-2018
2
მაშ ცუდად ყოფილა ტობოლის საქმე. კანკავა კვეკვესკირი გვილია. ოქრიაშვილიც დაუმატეთ ბარემ :D
Rato blokav?
13:34 30-12-2018
4

სიახლეები პოპულარული